ინდური მასაჟის საიდუმლო - საზაფხულო რჩევები აიურვედისტ ზეზვა ჯაიანისგან (13 ფოტო)

ზაფხული თბილისში

25 ივლისი 20:00, 2017 წელი

აიურვედა სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „სიცოცხლის ცოდნა“. ეს ინდური ფილოსოფია გარემოსთან ადამიანის ჰარმონიულ თანაცხოვრებას გვასწავლის. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ამბობს, რომ აიურვედას პროცედურების მეტი ნაწილი დახვეწილი მასაჟის ტექნიკაზეა დაფუძნებული. 


ზეზვას სამედიცინო, იურიდიული და ფსიქოლოგიური განათლება აქვს მიღებული. შემდეგ აიურვედამ დააინტერესა და მის შესწავლას ინდოელ პედაგოგთან 4 წელი დაუთმო. 6 წელი ანტალიაში იმუშავა, შემდეგ - მოსკოვში. 2010 წელს კი საქართველოში დაბრუნდა და დღემდე უამრავი პაციენტი ჰყავს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ცნობილებიც... 

- ზეზვა, საქართველოში რა ტიპის მასაჟზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?
- საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ე.წ. ანტიცელულიტური მასაჟია. დროდადრო შეფუთვების პროცედურებსაც ითხოვენ. აგრეთვე, ლიმფოდრენაჟი, ზურგის სამკურნალო მასაჟი, სქოლიოზისა და ოსტეოქონდროზის გაუსაძლისი ტკივილებისა და დისკომფორტის დროს. თამამად ვიტყვი, რომ ძალიან მოსწონთ სახის მასაჟი, რომელიც განსაკუთრებული ტექნიკით სრულდება და თავისი შედეგებით გამოირჩევა. მასში ძლიერი ანტისტრესული ელემენტებიც შედის. ამ მასაჟის დროს ირთვება ტვინის, ე.წ. გაწმენდის ხანგრძლივმოქმედი პროცესი ორგანიზმის სტრესული მდგომარეობიდან გასათავისუფლებლად. თითქმის იგივე, რაც ანტისტრეს და რელაქსმასაჟის დროს. აიურვედას სახის მასაჟი ბოტოქსის შესანიშნავი ალტერნატივაა, რომელიც სახეს ბუნებრივ სილამაზეს აძლევს და ზედმიწევნით სწორად გაკეთების შემთხვევაში უკუჩვენებები არ გააჩნია.

- ანტიცელულიტური მასაჟისთვის, ალბათ, ზაფხულის პერიოდში უფრო ხშირად გსტუმრობენ...
- ჩემთან პაციენტები ყველა სეზონზე მოდიან. ანტიცელულიტური მასაჟი ყოველთვის მოთხოვნადია. ზაფხულისთვის მზადებას ხშირ შემთხვევაში ზამთარში იწყებენ. გაზაფხულზე კი ანტიცელულიტური მასაჟისთვის ისეთი გოგონები მოდიან, რომლებსაც სხეულზე ნაკლები პრობლემები აქვთ. მასაჟით წონაში კლება ახალნამშობიარები და საკეისროგადატანილი ქალებისთვის 7 თვის განმავლობაში არ შეიძლება. ასევე, არ შეიძლება მეძუძური დედებისთვის, რადგან ამ დროს ყველა შლაკი რძეში გადადის. 

- ქართველ გოგონებს სხეულის რომელი ნაწილები აქვთ პრობლემატური?
- ცხიმის პრობლემა ქართველ გოგოებს ხშირ შემთხვევაში მუხლის შიდა მხარეს, ბარძაყებსა და წელის მიდამოებში აქვთ. ცხიმის მოშორება ყველაზე რთულია ბარძაყებსა და მკლავებში, რაც საკმაოდ მტკივნეული პროცესია. ზოგი ლიპოსაქციით ცდილობს ცხიმის დაშლას, ზოგიც მასაჟს სჯერდება.

- გამოდის, რომ პრობლემატურ ადგილებში ცხიმის დაშლა ქირურგიული ჩარევის, ლიპოსაქციის გარეშეც შეიძლება?
- ლიპოსაქციას სწრაფი შედეგი აქვს, თუმცა შედეგის შენარჩუნება ხანგრძლივი პროცესია. ანტიცელულიტური მასაჟი კი პირიქით. მისი საშუალებით ცხიმის მოშორებას რამდენიმე პროცედურა სჭირდება. პლუსი ის არის, რომ ამ დროს არამხოლოდ ცელულიტები იშლება, ორგანიზმიდან ჭარბი სითხეც გამოიდევნება და კუნთოვანი მასაც ძლიერდება.

- ანტიცელულიტური მასაჟის ეფექტურობისთვის დამატებით რჩევებსაც თუ აძლევთ პაციენტებს?
- ანტიცელულიტურ მასაჟს დიდი შედეგი მოაქვს სწორ კვებასთან ერთად. დიეტას არავის ვუნიშნავ, უბრალოდ, საჭიროა, მასაჟის პარალელურად დიდი ულუფებით არ ჭამოს. სასურველია, დღეში 4-ჯერ 200-300 გრამი საკვები მიირთვას, თუნდაც ის, რაც ყველაზე მეტად უყვარს. ორგანიზმს ამ მოცულობის საჭმლის გადამუშავება, მასაჟთან ერთად, უადვილდება და ცხიმის შეწოვაც არ ხდება.
თუ ქალბატონები ჩემს რჩევას გაითვალისწინებენ, სხეულის სასურველ ფორმებზე ზრუნვა ზამთარში უნდა დაიწყონ, რადგან ამ პერიოდში ორგანიზმი სითხეს იგროვებს და, ამასთანავე, ანტიცელულიტური მასაჟით ცხიმიც ადვილად იშლება. ზაფხულში კი ორგანიზმი სითხისგან იცლება. დღის განმავლობაში ლიტრანახევარი წყალი მაინც უნდა მიიღონ, რათა დაშლილი ცხიმი ორგანიზმიდან მარტივად გამოვიდეს.

- ქართველი პაციენტები პრეტენზიულები არიან?
- ანტიცელულიტური მასაჟისთვის ვინც მოდის, ყველას სწრაფი შედეგი უნდა. ეს აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ პაციენტმა თვითონაც უნდა შემიწყოს ხელი კვებით. ზედმეტ კვებას ვინც ვერ ეშვება, მისთვის ანტიცელულიტური მასაჟით წონის დაკლება რთული საქმეა, თუმცა ხშირად მაქვს შემთხვევა, როცა საკმაოდ მძიმეწონიანი გოგო მოდის, კვებასთან დაკავშირებულ ჩემს რჩევებს ითვალისწინებს და 10 მასაჟის შემდეგ გარშემოწერილობაში 10-12 სმ-ს იკლებს. ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ორგანიზმს 50 გრადუსამდე ხელით ვახურებ და შემდეგ ვიწყებ ძლიერ ლიმფოდრენაჟს, რაც ლოკალური ცხიმების დაშლასა და გამოდევნას იწვევს. ასე რომ, დღის განმავლობაში შეიძლება, მაქსიმუმ, 5 მასაჟი გავაკეთო.

- წარმომიდგენია პაციენტის ემოციები, როცა სასურველ შედეგს იღებს...
- როცა პაციენტი მეუბნება, შარვალი ან კაბა გამიდიდდაო და ჩანს, რომ კმაყოფილია, ეს, პირველ რიგში, ჩემთვის არის დიდი სიამოვნება. აიურვედა ჯანმრთელობისა და სილამაზის მაგიაა.

 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?