სანდრო კურცხალიძე: მოლოდინი არ მქონია, მარამ გამარჯვების იმედს ბოლო წუთამდე ვიტოვებდი. მოხდა ისე, რომ, მართლაც, გავიმარჯვე! შოკში ვარ! ვერც გონს მოვდივარ და ვერც აზრებს ვალაგებ. არ ვიცი, რა გავაკეთო და ვის ჩავეხუტო! გონზე მოსასვლელად ალბათ დიდი დრო დამჭირდება! თბილისში ორ ოთახიანი ბინა და ავტომობილი „Mazda 3“ მაჩუქეს. ავტომობილს ვმართავ და ეს ჩემთვის მეორე მანქანა იქნება.
- რა გეგმები გაქვთ?
- პირველ რიგში დასვენება და ძალების აღდგენა მჭირდება. შემოდგომიდან კი კარიერაზე ზრუნვას დავიწყებ.
- სწავლაზე უარი თქვით?
- არა. ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში საზღვაო ან საავიაციო ფაკულტეტზე ჩავაბარებ. ან ჰაერში ვიქნები ან წყალში!