თამარ ედილაშვილი: მართალია, უამრავი გულშემატკივარი მყავდა, მაგრამ აუტსაიდერობას მაინც ველოდებოდი, ამას თითქოს ინტუიცია მკარნახობდა. სანამ გამომაცხადებდნენ, ბევრს ვლოცულობდი. სოფო ნიჟარაძემ ხმა მე რომ მომცა, ძალიან გამიკვირდა.
- რატომ გაგიკვირდათ?
- გრიგოლი შოუმენია და მეგონა, რომ ისიც მას დაუჭერდა მხარს, თუმცა სოფოს დიდ მადლობას ვუხდი, რომ ერთი ხმით გადარჩენის იმედი მომცა.
- აუტსაიდერებში გრიგოლთან ერთად რომ დადექით, იმ წუთებში რას ფიქრობდით?
- გრიგოლი ჩემთან ერთად რომ გამოაცხადეს, დანაშაულის გრძნობა გამიჩნდა, რადგან ერთმანეთს ძალიან დავუმეგობრდით და ყველაფერს ერთმანეთს ვუზიარებდით. ახლა მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვარ.