სოფო ნიჟარაძე: „არ მინდოდა, საჟინიანი პროექტიდან ისევ ჩემი ხელით გამეშვა“

X ფაქტორი

20 ივნისი 13:30, 2017 წელი

„X ფაქტორის“ ნახევარფინალისტების გამოსავლენად ორი ტური გაიმართა. კონკურსანტებმა პირველ ტურში -სიმღერები კინოფილმებიდან, მეორეში კი უახლესი ჰიტები შეასრულეს. განსაკუთრებული კრიტიკით სტეფანე და გიორგი გაბუნია გამოირჩეოდნენ. სტეფანესთვის სოფო საჟინიანის შესრულება აღმოჩნდა ინდივიდუალიზმს მოკლებული, გაბუნიამ კი ვერაფერი გაუგო ჯგუფ Mix2ra-ს შესრულებას, თუმცა ფაქტია, რომ ეს უკანასკნელი ნახევარფინალშია და გამარჯვებისთვის ბრძოლას აგრძელებს.

გუშინდელ ლაივზე აუტსაიდერებში სოფო საჟინიანი ისევ მოხვდა, თუმცა ამჯერად გიორგი გაბუნიას ჯგუფის წევრ თამარ ედილაშვილთან ერთად. სოფოს გადარჩენა მხოლოდ მისმა მენტორმა ლელა წურწუმიამ სცადა. გადამწყვეტი ხმა კი სოფო ნიჟარაძეს მიანდეს. მხარი მანაც თამარ ედილაშვილს დაუჭირა და საჟინიანმა პროექტი დატოვა.


სოფო ნიჟარაძე: სოფო ძალიან კარგი ვოკალისტია და დღემდე დიდი პროგრესი განიცადა, თუმცა მისი ბოლო გამოსვლა იდეალური არ იყო. პატარა დეტალზე აქცენტის გაკეთება ნებისმიერი კონკურსანტის შესრულებაში შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში სოფოს გამოსვლა ისეთი არ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო. ის უკვე მეორედ მოხვდა აუტსაიდერებში. თამარი კი ხალხს ძალიან მოსწონს და სულ მოწინავე პოზიციებზეა. ამიტომ ვფიქრობ, რომ მას უნდა მისცემოდა შანსი.


- ისე დაემთხვა, რომ 2015 წელს, როცა სოფო საჟინიანი „X ფაქტორის“ კონკურსანტი იყო, 4 სკამის ტურიდან თქვენ გაუშვით. ახლაც ისევ თქვენი ხმა იყო გადამწყვეტი...
- 4 სკამის კონკურსზე საბოლოო ოთხეულს ვადგენდი და ჩემი ხმა იყო გადამწყვეტი. ახლა კი, სამწუხაროდ, ასე დაემთხვა, თუმცა თამარის გადარჩენა ხმათა უმრავლესობით გადავწყვიტეთ. ნუ დაგვავიწყდება ის, რომ სოფო საჟინიანი პირველი აუტსაიდერობისას მე გადავარჩინე. მართალია, მისი გამოსვლით ბოლომდე კმაყოფილი არ ვიყავი, მაგრამ არ მინდოდა, ისევ ჩემი ხელით გამეშვა პროექტიდან. თუ შედარებას გავაკეთებთ, ნახევარფინალში გადასვლა თამარ ედილაშვილმა დაიმსახურა.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?