ხვიჩა კვარაცხელია: „მეგრელებს ერთმანეთის მხარში დგომა გვახასიათებს“

X ფაქტორი

11 მაისი 22:00, 2017 წელი

„შესარჩევი ტურის დღეს შეტყობინებების 80% მეგრელებს ეკუთვნოდათ, საკუთარ ძალებშიც ყოველთვის დარწმუნებული ვარ, მაგრამ პროექტში მონაწილეობას ნებისმიერ შემთხვევაში ნერვიულობა ახლავს...“ - ჟიურის რჩეული კონკურსანტი ხვიჩა კვარაცხელია Funtime-თან პროექტიდან მიღებულ შთაბეჭდილებებზე, ემოციებსა და პირადზე საუბრობს.

- ხვიჩა, მაყურებელს ერთ-ერთი მუსიკალური პროექტიდანაც ახსოვხართ. კონკურსში მეორედ მონაწილეობა თქვენი მხრიდან ერთგვარი რისკი ხომ არ იყო?
- გეთანხმებით, როცა შენს ქვეყანაში კონკურსში მეორედ გამოდიხარ, შეიძლება, მაყურებელი სკეპტიკურად განეწყოს. ამის გამო ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა ჟიურის შეფასებამ და ხალხის რეაქციამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. შეფასების მოსმენა ისეთი პროფესიონალებისგან, როგორებიც „X ფაქტორის“ ჟიურიში სხედან, ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლო იყო. 


- შესარჩევი ტურის დღეს განსაკუთრებული ემოციით ლელა წურწუმიამ შეგაფასათ...
- ლელა წურწუმიას პირველი სოლო კონცერტიც კი მახსოვს და ეს ადამიანი მას შემდეგ ძალიან მიყვარს. მასთან შეხება პროექტამდე არასდროს მქონია. როცა გავიგე, რომ კონკურსის ჟიურიში ლელაც იქნებოდა, ვიფიქრე, ეს ნიშანია და აუცილებლად მის გუნდში მოვხვდები-მეთქი, თუმცა ჩემი მენტორი სოფო ნიჟარაძეა, რომელსაც პროექტამდე არ ვიცნობდი, ეკრანიდან კი ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას მიტოვებდა.


- ასე აღმოჩნდა?
- არა, რადგან სრულიად სხვა ადამიანი გავიცანი. სოფო ძალიან მხიარული, მეგობრული და უშუალო აღმოჩნდა, რასაც ვერ წარმოვიდგენდი. კონკურსანტებზე ისეა გადმორთული, დროსა და ენერგიას არ ზოგავს. სოფოსთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. ერთადერთი დისკომფორტი იმის გამო გვექმნება, რომ პროექტის ფორმატის მიხედვით, სიმღერებს კონკურსანტები არ ვირჩევთ, რის გამოც შეიძლება, იმის შესრულება მომიწიოს, რაც „ჩემი“ არ არის...


- საკმაოდ დიდი კონკურენციაა...
- გეთანხმებით. წელს ისე დაემთხვა, რომ ყველა კატეგორიაში ძლიერი მონაწილეები არიან. ვფიქრობ, გამარჯვების შანსი ყველას გვაქვს. უამრავი გულშემატკივარი მყავს და შეიძლება, „X ფაქტორი 2017“ გავხდე, თუმცა, სიმართლე გითხრათ, გამარჯვების პრეტენზია არ მაქვს, რადგან ეს სხვადასხვა ფაქტორზეა ხოლმე დამოკიდებული, მაგრამ შანსი ყოველთვის არსებობს.


- როგორ ფიქრობ, რას შეცვლის „X ფაქტორი“ შენს ცხოვრებაში?
- საქართველოში შოუბიზნესი, ფაქტობრივად, არ არსებობს და მომღერლის ცხოვრება, სამწუხაროდ, პროექტიდან პროექტამდე გრძელდება. „X ფაქტორი“ დიდ ცვლილებებს არ მაგრძნობინებს, მაგრამ ვფიქრობ, პროექტის დახმარებით მაყურებლის სიყვარულს მოვიპოვებ და როცა სიმღერას ჩავწერ თუ კლიპს გადავიღებ, ალბათ, უფრო მალე აიტაცებენ.


- რამდენიმე წლის წინათ „ახალ ხმაში“ ქეთა თოფურიას გუნდის წევრი იყავით, რის შემდეგაც აღარსად გამოჩენილხართ. „X ფაქტორამდე“ დრო რას დაუთმეთ?
- „ახალი ხმის“ შემდეგ ქეთა თოფურიამ მოსკოვში წამიყვანა, სადაც ნახევარი წელი გავატარე. საკუთარ თავსა და სიმღერებზე ვმუშაობდი. ამასთანავე, ვფიქრობდი, იყო თუ არა ეს ჩემი ქალაქი და რა პერსპექტივები მქონდა. ქეთაც მეხმარებოდა, თუმცა მოსკოვში თავის დამკვიდრებას დიდი დრო სჭირდება. ვიზა მიმთავრდებოდა და „X ფაქტორის“ შესარჩევი ტურიც სწორედ ამ დროს იწყებოდა. ჩამოვედი და დავრჩი კიდეც, თორემ მოსკოვიდან ჩამოსვლას არ ვგეგმავდი.


- გულშემატკივარ გოგონებს, ალბათ, აინტერესებთ, ხართ თუ არა შეყვარებული...
- არ ვარ და არც არასდროს მყვარებია, თუმცა მოსკოვში ცხოვრების პერიოდში სერიოზული გატაცება მქონდა, რამაც სიყვარულსა და ურთიერთობებზე ზოგადი წარმოდგენა შემიქმნა.


- როგორი გოგონები იწვევენ თქვენში ინტერესს?
- მთავარია, გოგოსთან თავი ბედნიერად ვიგრძნო და ერთმანეთს ვავსებდეთ. მასთან არ უნდა მოვიწყინო, უნდა იყოს განათლებული და გარეგნობაც შესაბამისი ჰქონდეს. მოკლედ, X ფაქტორს ვეძებ!


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?