სასწაული 12 ლარად

ურთიერთობა

15 აპრილი 22:00, 2018 წელი

იმ დღეს ერთ თბილისურ სილამაზის სალონში მოხუცი ქალბატონი შემოვიდა. უბრალოდ ჩაცმული, თუმცა - გემოვნებით. ჯერ უხერხულად მიიხედ-მოიხედა, შემდეგ კი ადმინისტრატორის მაგიდას მიუახლოვდა...

- რა ღირს მანიკიურის გაკეთება? - მორიდებით იკითხა. ეტყობოდა, რომ სალონში ბევრი წელი არ იყო ნამყოფი. 


მომსახურების ღირებულება აშკარად ბევრად აჭარბებდა ქალის მიერ ნავარაუდებ თანხას.
- ლაქი რომ არ წავისვა? - მაინც ჩაეკითხა.

როცა პასუხი მოისმინა - ანუ ფასი იგივე იყო - მორჩილად შემობრუნდა და კარისკენ გაემართა.



იქვე ახალგაზრდა ქალი იჯდა, რომელიღაც პროცედურაზე თავის რიგს ელოდებოდა და მოხუცის თვალებს ყველაზე ახლოს ის ხედავდა.
უცებ ამ ახალგაზრდამ, მოხუცებულს რომ არ შეემჩნია, საკუთარ საფულეზე თვალით ანიშნა ადმინისტრატორს, ისიც უცებ მიუხვდა გოგონას ჩანაფიქრს და მოხუცებულს გასასვლელ კართან დაეწია.

- ქალბატონო, ახლა ჩავხედე კომპიუტერს და იცით, თქვენთვის საინტერესო ამბავი გვაქვს: აღმოჩნდა, რომ თქვენ ამ წელს ჩვენი მე-100 კლიენტი ბრძანდებით, ამიტომ სალონი გჩუქნით მანიკიურის გაკეთებას, თავისი ლაქით და, ამასთანავე, ხელებისთვის პარაფინის თერაპიით.


ქალს მოულოდნელობისა და სიხარულისგან ცრემლი წამოუვიდა. უცებ მთელ სალონში სიკეთით სავსე, თბილი ატმოსფერო შეიქმნა.


გოგონას ეს კეთილი ჟესტი მხოლოდ 12 ლარი დაუჯდა, ამ სათნო ქალბატონს კი ნამდვილად სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრება.
ალბათ, იმ საღამოს თავის ოჯახთან ან მეზობლებთან, ან კიდევ შემორჩენილ მეგობრებთან აღნიშნა ის, თუ როგორ გაუმართლა დღეს და რა საოცრება გადახდა თავს.


***
ასე რომ, 12 ლარადაც შეიძლება ადამიანს სასწაული მოუწყო, თუ გული გულობს და სიკეთის კეთება არ გეზარება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?