21 წლის იყო, როცა გვილიმმა საკუთარი, პატარა სადაზღვევო კომპანია შექმნა. ახალგაზრდა კაცს ოფისის დასაქირავებლად საჭირო ფული არ ჰქონდა, ამიტომ ოფისად საკუთარი სახლის სასტუმრო ოთახს იყენებდა და სახლიდან გაუსვლელად მუშაობდა.
„22 წლის ასაკში სახლიდან იშვიათად გამოვდიოდი, გამუდმებით ავად ვიყავი და საკუთარი თავის რწმენა დაკარგული მქონდა. დღეში 12 საათს ვმუშაობდი და, ფაქტობრივად, სკამიდან ადგომის საშუალება არ მქონდა. ამასთანავე, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ვარჯიშს ვერ ვახერხებდი და წონაში ძალიან მოვიმატე. ბიზნესის საქმეები კარგად მიდიოდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ჯანმრთელობასა და ახალგაზრდობას ვკარგავდი და რაღაც აუცილებლად უნდა შემეცვალა“, - იხსენებს გვილიმი.
ცხოვრების შეცვლისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი ფოლკ-ჯგუფის შექმნა გახდა. სტილისტმა, რომელიც გვილიმს წლების მანძილზე თმას სჭრიდა, ურჩია, ფოლკ-მუსიკოსის სტილის მოსარგებად, სცენაზე გასვლამდე წვერი გაეზარდა.
გვილიმი წვერის მოზრდისთანავე მიხვდა, რომ ახალ იმიჯში გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, რამაც წონის დაკლებისა და ახალი ცხოვრების დაწყებისკენ უბიძგა.
„ოფისის ფუმფულა თანამშრომლიდან“ დევიდ ბექჰემის სარეკლამო სახედ ქცევას ხუთი წელი დაჭირდა. გვილიმის თქმით, მის ახალ ცხოვრებაში ყველაზე კარგი ის იყო, რომ საათობით კომპიუტერთან ჯდომა აღარ უწევდა და ჯანმრთელობის მდგომარეობაც საგრძნობლად გაუუმჯობესდა.
გვილიმმა დილაობით სირბილი და იოგის ვარჯიშების დაწყება შეძლო და 40 კგ დაიკლო. ახლა ის სულაც არ ჰგავს ხუთი წლის წინანდელ მორიდებულ ახალგაზრდას.
ბედნიერი შემთხვევის წყალობით, გვილიმის ინსტაგრამის ფოტოები დიზაინერმა ნათან პალმერმა შენიშნა და გვილიმ პიუ ტანსაცმლის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. ამ დღიდან მისი წარმატებული სამოდელო ბიზნესი დაიწყო. მის ანგარიშზე უკვე უამრავი სარეკლამო კამპანიაა. მა შორის, Vans, Bud Light, Diesel და დევიდ ბექჰემის ბოლო პროექტი „House 99“!