მსოფლიოს პირველი ფოტომოდელი, რომელმაც თავისი საქმიანობით ქმარი გააკოტრა

უცნობი ფოტოები

23 სექტემბერი 22:00, 2017 წელი

მე-19 საუკუნის შუა წლებში ფოტოგრაფიას თითქმის ზებუნებრივ მოვლენად აღიქვამდნენ. ფოტოატელიეში ვიზიტისთვის ადამიანები საგანგებოდ ემზადებოდნენ და ფულის დაგროვებას დიდი ხნით ადრე იწყებდნენ.

იტალიელი გრაფინია ვირჯინია დი კასტილიონე, ფაქტობრივად, მსოფლიოში პირველი  ფოტომოდელი გახდა. ქალი იმდენად გატაცებული იყო საკუთარი თავითა და გარეგნობით, რომ შთამომავლობას იმ დროისთვის წარმოუდგენელი რაოდენობის - 400 ფოტო დაუტოვა.

ვირჯინია ოლდოინი ფლორენციაში დაიბადა. 17 წლის იყო, როცა გრაფ ფრანჩესკო დი კასტილიონეს ცოლად გაჰყვა. სამი წლის შემდეგ, ცოლ-ქმარი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა.

სწორედ ამ დროს, ვირჯინიამ იტალიის პრემიერ-მინისტრ ბენსო დი კავურასგან, რომელიც მისი ბიძაშვილი გახლდათ, საიდუმლო დავალება მიიღო - მას ნაპოლეონ III-ის მოხიბვლა და იმაში დარწმუნება უნდა მოეხერხებინა, რომ იტალიის გაერთიანებისთვის ხელი არ შეეშალა.

გრაფინიამ სასახლეში გამოჩენისთანავე მიიპყრო იმპერატორის ყურადღება, შესაბამისად, ბიძაშვილის დავალების შესრულება არ გასჭირვებია. ნაპოლეონის კეთილგანწყობამ პარიზის ერთ-ერთ ულამაზეს ქალბატონს მაღალი საზოგადოებისკენ გზა გაუხსნა. გრაფინია დი კასტილიონე სიამოვნებით ისმენდა კომპლიმენტებს და მისი პატივმოყვარეობა დღითი დღე იზრდებოდა.

ფოტოგრაფია ვირჯინია დი კასტილიონეს ნამდვილ გატაცებად იქცა. ქალი ხშირად პოზირებდა საიმპერატორო კარის ფოტოგრაფ პიერ-ლუი პიერსონთან და ყოველი ფოტოსთვის სიუჟეტსა და სცენარს დგამდა.

რასაც ვირჯინია აკეთებდა, მანამდე არავის გაუკეთებია: თეატრალური კოსტიუმები, დეკორაციები, ვნებიანი მზერა და... მის ფოტოებს უდიდესი წარმატება ჰქონდა. პარიზელი არისტოკრატი ქალები ამპარტავან გრაფინიასთან არ მეგობრობდნენ, თუმცა მისი შურდათ და ცდილობდნენ, პიერ-ლუი პიერსონთან ფოტოების გადაღებით მიებაძათ. 

ქორწინებიდან 3 წლის შემდეგ მეუღლე გრაფინიას ფოტოგრაფიის მიმართ გადაჭარბებული სიყვარულის გამო გაშორდა. ვირჯინიამ ქმარი თითქმის გააკოტრა, რადგან  ფოტოსესიებში უზარმაზარ ფულს ხარჯავდა.

ვირჯინია დი კასტილიონე საკუთარ გარეგნობაზე იმდენად შეყვარებული და დამოკიდებული გახდა, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანებს გაერიდა და თავის ციხე-კოშკში ჩაიკეტა. ქალმა ყველა სარკე გააქრო და სახლის კედლები შავად შეღება. იმის შიშით, რომ ვინმე მის დაბერებულ სახეს დაინახავდა, ვირჯინია ქუჩაში მხოლოდ ღამე გამოდიოდა.

ფოტომოდელობა პოპულარული მხოლოდ გრაფინიას გარდაცვალებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ გახდა. დღეს ფოტოსესიებით უზარმაზარი ფულის შოვნაა შესაძლებელი, უბრალოდ, გრაფინიას დროში არ გაუმართლა...

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?