კარინა ლისენკო: „ჯანოს მფარველი ანგელოზი ვარ“

ცეკვავენ ვარსკვლავები

17 ივნისი 16:00, 2016 წელი

 „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ჯანო იზორიას მეწყვილე კარინა ლისენკო უკრაინელი მოცეკვავეა, რომელსაც დღეს უფრო ახლოს გაგაცნობთ... 

კარინა, როგორ მოხვდი პროექტში?
- სრულიად შემთხვევით. საქართველოში ჩამოვედი, რათა რატი გაჩეჩილაძესთან ერთად მეცეკვა. როცა შევიტყვე, რომ რატი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობდა, დავინტერესდი, გიგი გაჩეჩილაძესა და გოჩა ჩერტკოევს ჩემი ცეკვის ვიდეო გავუგზავნე და პროექტში ამიყვანეს. მართალია, მონაწილეობის სურვილი თავად გამოვთქვი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვაცნობიერებდი, რამდენად აზარტულ და საინტერესო პროექტში ჩავერთე. 


- ვიცით, რომ უკრაინიდან ჩამოხვედი. გაგიჭირდა ახალ გარემოსთან ადაპტირება?
- საქართველოში ნათესავები არ მყავს, ამიტომ განსაკუთრებით მენატრებიან ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები. თუმცა იმდენად დაკავებული ვარ, დარდისთვის დრო არ მრჩება. შეიძლება ითქვას, ადვილად მოვახერხე ადაპტაცია, რაც ჩემი ახალი მეგობრების დამსახურებაა. 


- რა მოგწონს და რა არ მოგწონს საქართველოში?
- ძალიან მომწონს ქართველი ხალხი. მათგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ. გადავწყვიტე, პროექტის დამთავრების შემდეგ მთელი ქვეყანა დავათვალიერო. ასევე, უგემრიელესია ქართული ხილი! ერთი კი ის არ მომწონს, რომ საცობებში დიდ დროს ვკარგავ. 


- შეგიძლია, ჯანოსთან პირველი შეხვედრა გაიხსენო?
- მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ მისი მეწყვილე უნდა ვყოფილიყავი. მომენტალურად ძალიან კარგი შთაბეჭდილება შემექმნა ჯანოზე. მხიარული და კომუნიკაბელურია, ამიტომ მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა. იმდენად ენერგიული და კაშკაშა იყო, მისი პროფესია ადვილად გამოვიცანი. მალევე დავმეგობრდით, ერთი უსიამოვნებაც კი არ მახსენდება. საინტერესო პიროვნებაა, მისგან ყოველთვის შეიძლება, რაღაც ახალი შეიტყო. ჯანოს შრომისმოყვარეობა მისაბაძია, პოზიტიურობა კი გადამდები. 


- შენს რჩევებს ითვალისწინებს ხოლმე?
- რა თქმა უნდა, მე მისი მფარველი ანგელოზი ვარ (იცინის).


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?