დუტა სხირტლაძე: ყველანი დიდი შოუს ნაწილები ვართ

ცეკვავენ ვარსკვლავები

18 აპრილი 22:00, 2016 წელი

დღეს „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ყველაზე ვნებიანი Live-ა. წყვილები კინოტურს გვთავაზებენ. ორიოდე საათის წინ Funtime გენერალურ რეპეტიციას დაესწრო. ჩვენთან ერთად ნახეთ, რა ხდებოდა კონცერტის დაწყებამდე მეგაშოუს კულისებში...


„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეექვსე სეზონი 4 აპრილს დაიწო და ივნისის ბოლო ორშაბათამდე გაგრძელდება.
მაყურებლის წინაშე ახალი მოცეკვავეები გამოდიან: ნიკე კეშელავა, ირაკლი საბაძე,  გიორგი ჩინჩლაძე და ირა კვიწინსკაია, რომელიც, სამწუხაროდ, პროექტს  უკვე გამოეთიშა. გიგი გაჩეჩილაძემ  „დენსფლორიდან“ (საცეკვაო მოედნიდან) კულისებში გადაინაცვლა და  ქორეოგრაფის როლი მოირგო.
ცვლილებები ჟიურისაც შეეხო - ნინო სუხიშვილსა და გოჩა ჩერტკოევს ანდრეს ლიეპა შეუერთდა. შოუს პროდიუსერის თქმით, მოგვიანებით შეიძლება, ანდრესი სხვა ვარსკვლავებმა შეცვალონ.
დუტა სხირტლაძე ამჯერად კონკურსანტის ამპლუაში მოგვევლინა და წამყვანის ადგილი კახა კინწურაშვილს დაუთმო.  

დღეს ანდრია გველესიანი და სალომე ჭაჭუა მაყურებელს ცეცხლოვან ჰიპ-ჰოპს შესთავაზებენ. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ სცენაზე არასდროს დაუდგამთ ასეთი ვნებიანი ცეკვა. 

სალომე ჭაჭუა: ამ ტურში აქცენტი ანდრიაზეა, მაყურებლის ყურადღებაც მისკენ იქნება მიმართული, რაც დიდი პასუხისმგებლობაა. მეშინია, ემოციებს არ აჰყვეს და შეცდომა არ დაუშვას. ანდრია მაღალია, ამიტომ პლასტიკა მის სუსტ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ თავდაუზოგავად ვმუშაობთ. ჟიურის რჩევებსაც ყურადღებით ვუსმენთ, რათა მომდევნო ტურში ხარვეზები გამოვასწოროთ. ჩემი მეწყვილე შრომისმოყვარე, მიზანდასახული და ნიჭიერია, ილეთებსაც ადვილად ითვისებს.  ასევე ქარიზმატული და არტისტულია, რაც მოცეკვავისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, გამარჯვების დიდი შანსი აქვს. 
ანდრია გველესიანი: მაყურებლის გულის მოსაგებად და ჟიურის კეთილგანწყობისთვის მაქსიმალურად მოვინდომებ და ენერგიასაც არ დავზოგავ. მართალია, „ჰიპ-ჰოპი“ გაცილებით უფრო ახლოა ჩემთან, ვიდრე „ჩა-ჩა-ა“ ან „რუმბა“, მაგრამ მაინც გამიჭირდა ცეკვის სწავლა. 


ლიზა ყენიას პირველ გამოსვლას სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა - ზოგი ფიქრობდა, რომ მომღერალს ცეკვა არ გამოსდის, სხვები კი გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ. მეორე ტურამდე კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილე საგრძნობლად დაიხვეწა. გოჩა ჩერტკოევისგან შექებაც კი დაიმსახურა. კინოტურში ლიზა რუმბას შეგვისრულებს.
ლიზა ყენია: უცხო ადამიანების კრიტიკას მტკივნეულად არ აღვიქვამ. მათ ნეგატიურ კომენტარებს არ ვკითხულობ. ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლობლების აზრი უფრო მაინტერესებს. ისინი ობიექტურები არიან, განსაკუთრებით - დედაჩემი,რომელიც ყოველთვის მეუბნება, შეცდომა სად დავუშვი. არაპროფესიონალი მოცეკვავე ვარ და, ბუნებრივია, რომ ყველა ილეთს იდეალურად ვერ შევასრულებ. როცა ცეკვავენ ვარსკვლავების“ პროდიუსერმა დამირეკა და პროექტში მონაწილეობა შემომთავაზა, სიხარულით მეცხრე ცას ვეწვიე. ლოგინზე გადავგორდი, ვკიოდი, გიჟივით ვიქცეოდი. ჩემი მეგობარი ვიდეოს მიღებდა, რომელიც მოგვიანებით სოციალურ ქსელშიც გამოვაქვეყნე (იცინის). ყოველთვის მინდოდა ამ მეგაშოუში მონაწილეობა, მაგრამ ასაკი არ მიწყობდა ხელს. პროექტში გამოჩენის შემდეგ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა, დიდი გამოცდილება მივიღე. სცენაზე გასვლამდე ძალიან ვნერვიულობ. ერთ წუთში ყველა რეპეტიცია და შენიშვნა კადრებივით გამირბის  გონებაში. ღრმად ვსუნთქავს და საკუთარ თავს ვეუბნები: ,„იცეკვე იმისთვის, რომ ისიამოვნო და არა იმისთვის, რომ ინერვიულო.“  


დუტა სხირტლაძე კი კინოტურში „ციდან“ დაეშვება. მისი გამოჩენა მაყურებელს სუნთქვას შეუკრავს. 
დუტა სხირტლაზე: ყოველ ტურში ცეკვები რთულება და კუნთებიც უფრო და უფრო იტვირთება. ცეკვის შერჩევისას ჩემს აზრს ყოველთვის ითვალისწინებენ, მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორი  მაინც წინასწარ დაწერილი პროგრამაა, რომელსაც ყველა კონკურსანტი მისდევს. მზია ჩემთვის არამარტო პარტნიორი, არამედ პედაგოგიცაა. მის რჩევებს ყოველთვის ყურადღებით ვისმენ. ახალ ამპლუაში მეტი სანერვიულო მაქვს. ჩემთვის უცხო რეჟიმით ვცხოვრობ. ყოველ კვირას ახალი ცეკვის მომზადება მიჭირს, მაგრამ თავს არ ვზოგავ. ყველანი დიდი შოუს ნაწილები ვართ და ჩვენი მისია იდეალურად უნდა შევასრულოთ. ეს გადაცემა რაღაცით სპექტაკლაც ჰგავს, სადაც არ არსებობს პატარა და დიდი როლები.    მგონია, რომ ცეკვა არ გამომდის. საკუთარ თავს ყოველთვის კრიტიკულად ვუდგები. ყოველი ტურის შემდეგ შინ მისული კომპიუტერთან ვჯდები და ჩემს გამოვლას ვუყურებ.   

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?