27 წლის ბიზნესმენის წარმატების საიდუმლო

წარმატების ისტორიები

26 მაისი 22:00, 2017 წელი

„ბიზნესი ჯერ კიდევ სტუდენტობამდე წამოვიწყე. ამ სფეროში ჩემი პირველი ნაბიჯები ვებდიზაინსა და პროგრამირებას ეხებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ უცხოეთში ჯანდაცვის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩავაბარე, მოგვიანებით კი სწავლა ასევე უცხოეთში, ეკონომიკის ფაკულტეტზე გავაგრძელე“, - 27 წლის ბიზნესმენი, ბაკო ღლონტი Funtime-ს საკუთარი წარმატების ისტორიაზე უამბობს.

- ეკონომიკის სფეროში მიღებულმა განათლებამ თქვენს სამომავლო გეგმებზე როგორ იმოქმედა?
- ეკონომიკური განათლების მიღების შედეგ ბიზნესის განვითარებაზე დავფიქრდი. 6 წელია, რაც ფარმაცევტულ ბიზნესში დავიწყე მოღვაწეობა და მედიკამენტების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიის გენერალური დირექტორი გავხდი. ამ პოსტზე პირველ ამოცანად რებრენდინგი დავისახე. სრულიად შევცვალე სტრუქტურა - ლოგიდან დაწყებული, პრეპარატის დიზაინით დასრულებული. ამის შემდეგ ბიზნესის უფრო მეტად განვითარება დავიწყე.


- დღეს რა ეტაპზეა თქვენი ბიზნესი?
- დღეს ჩემი ბიზნესი მზარდია. ვფიქრობ, რომ ჩემი კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტები ქართულ მცენარეულ პრეპარატებში კონკურენტუნარიანობით გამოირჩევა. შუა აზიასა და უკრაინაში ექსპორტი გვაქვს. გარდა ამისა, სხვა ქვეყნებთანაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებას.


- თქვენი საქმიანობის წარმატების საიდუმლოდ რა მიგაჩნიათ?
- ბიზნესის წარმატების საიდუმლო სტიმული, ნაწარმის კარგად შეფუთვა და ხარისხია.


- ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის მართვა რა სირთულეებთან არის დაკავშირებული?
- საქართველოში ბიზნესის კეთების სირთულეს ვერაფერში ვხედავ. ვფიქრობ, ბიზნესმენი ვერ გახდები, თუ ბიზნესის კეთების თანდაყოლილი ნიჭი არ გაქვს. ამის შემდეგ ნაბიჯებსაც სწორად გადადგამ და წარმატებაც გარანტირებულია.


- ბიზნესთან დაკავშირებით სხვა რა გეგმები გაქვთ?
- ამ ეტაპზე სხვა ბიზნესის წამოწყების მზადების პროცესში ვარ.


- რაზე იხარჯება ბიზნესმენის თავისუფალი დრო?
- მთელ თავისუფალ დროს საყვარელ ადამიანს ვუთმობ. შესაბამისად, პირად ცხოვრებასა და ბიზნესს წარმატებულად ვუთავსებ ერთმანეთს. წარსულში ავტოსპორტით ვიყავი გატაცებული, თუმცა მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის ჰობი ასაკობრივი გატაცებაა. ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ პირად ურთიერთობასა და ბიზნესის განვითარებაზე ვარ ორიენტირებული.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?