ლექს-სენი: „ყველგან და ყველაფერში დაბლოკილი ვარ, თითქოს ტერორისტი ვიყო“

სტუმრად ცნობილებთან

14 მარტი 20:00, 2018 წელი

„ერთ-ერთი ბოლო კონცერტი 8 მარტს გავმართე და სოციალურ ქსელში სტატუსიც განვათავსე, სადაც ჩემს საყვარელ მსმენელს მადლობა გადავუხადე. მათ გაუნელებელ სიყვარულს დღემდე ვგრძნობ“, - რეპერი ლექს-სენი ბოლო პერიოდის სიახლეებზე გვიყვება.

- ლექსო, მსმენელი ძირითადად იმ აქტიური პერიოდიდან მოგყვებათ თუ ახალი თაობაც გისმენთ?
- ალბათ, ახალი თაობის ნაწილიც მისმენს, რადგან 8 მარტის სტუმრებს რომ გადავხედე, ყველა ჩემი ასაკის არ ჩანდა. სასიამოვნო ფაქტია, რომ კონცერტებმა, რომლებიც ბოლო პერიოდში გავმართე, სრული ანშლაგით ჩაიარა. პატარა გარემოში ვცხოვრობთ და ამის ფონზე მიმაჩნია, რომ ისევ უამრავი მსმენელი მყავს.


- თქვენს კონცერტზე ასეთ გამოხმაურებას ელით ხოლმე თუ რისკებზეც ფიქრობთ?
- როცა საკუთარი თავის წონა და ფასი იცი და აცნობიერებ, რომ უკონკურენტო ხარ, ეს გაფიქრებინებს იმას, რომ გამოგივა. ეს შეიძლება ყოველდღე არ მოხდეს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ამართლებს.


- პირველი ნაბიჯები როგორ გახსენდებათ?
- 20 წლის ვიყავი, როცა პირველი ნაბიჯები გადავდგი. უამრავი კონცერტი მქონდა. ჩემი ალბომის რეკორდული რაოდენობა გაიყიდა. ოფიციალური მონაცემებით - 300 000-ს გასცდა. 


- და დღეს გაქვთ ამ საქმიდან შემოსავალი? 
- დღესაც მეტ-ნაკლებად ჩემი საყვარელი საქმიდან მაქვს შემოსავალი, თუმცა ეს საკმარისი არ არის.


- კონცერტებს მხოლოდ კლუბებსა და ბარებში მართავთ, თუ რეგიონულ ღონისძიებებშიც ხართ ჩართული?
- ყველგან და ყველაფერში დაბლოკილი ვარ. ასე რომ, რეგიონულ კონცერტებში მონაწილეობა არ მიწევს. სამთავრობო კონცერტების სიიდან ჩემი სახელი ამოღებულია, თითქოს ტერორისტი ვიყო.


- თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
- წარმოდგენა არ მაქვს! ამაზე საუბარიც სასაცილოდ მეჩვენება. შიშის ფაქტორი დიდ როლს თამაშობს. კრიტიკისა და საღი აზრის მოსმენის ეშინიათ.


- ამბობენ, რომ ძალიან ამბიციური ხართ. ამაზე რას გვეტყვით?
- ვინ ამბობს? პირველად გავიგე... გააჩნია, ასე ვინ ფიქრობს. ჟურნალისტებთან არ ვთანამშრომლობ, თუ პროფესიონალი არ არის. სტუმრობაზე სატელევიზიო შოუებსაც ვეუბნები უარს და ბევრ ჟურნალ-გაზეთსაც. შეიძლება ჩემს ამბიციურობაზე ამიტომაც საუბრობენ. არ მიმაჩნია, რომ სატელევიზიო რეკლამა და ბანალურ შოუებში მონაწილეობა მჭირდებოდეს. სანამ ქვეყანაში რადიკალური ცვლილებები არ მოხდება, მირჩევნია, ჩემს საყვარელ საქმეს ყოველგვარი ხმაურის გარეშე ვემსახურო. 


- რა ხდება საყვარელი საქმის მიღმა?
- მე და ტატიანა 7 წლის ილიას ვზრდით. კალათბურთზე დამყავს და იმედის თვალით ვუყურებ, რადგან საკმაოდ კარგ მონაცემებს ავლენს. სპორტი ძალიან მიყვარს და მეგობრებთან ერთად ფეხბურთსა თუ კალათბურთს ხშირად ვთამაშობ. სიმღერაც მაქვს - „ცხოვრება სპორტია“, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას ემსახურება.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?