სიყვარულზე მომღერალი მირეი მატიეს მარადიული მარტოობის საიდუმლო

სიყვარულის ისტორიები

29 ივლისი 12:00, 2017 წელი

საფრანგეთის სიმბოლოდ ქცეული, ულამაზესი ფრანგი მომღერალი 22 ივლისს 72 წლის გახდა. ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება სიყვარულს უმღეროდა, არასოდეს გათხოვილა, თუმცა არც ნანობს, რადგან ცხოვრების არჩევანი სრულიად შეგნებულად გააკეთა...

მისი ცხოვრება კონკიას ჯადოსნურ ზღაპარს ჰგავდა - ღარიბ, მრავალშვილიან ოჯახში დაბადებულმა გოგონამ მუსიკალური ოლიმპისკენ გზის გაკვლევა დამოუკიდებლად შეძლო, თუმცა ამისთვის პირადი ცხოვრების მსხვერპლად შეწირვა მოუხდა...

 
მირეი მატიე 1946 წელს ავინიონში დაიბადა.
ის უფროსი შვილი იყო ოჯახში, სადაც 14 ბავშვი იზრდებოდა!
მამა ქვის მთლელად მუშაობდა და მისი ხელფასი ყველაზე აუცილებელს ძლივს ჰყოფნიდა.
„მე საოცრად გამიმართლა - იმდენად ღარიბ ოჯახში დავიბადე, რომ აღარაფერი დამრჩენოდა თავდადებული მუშაობის გარდა“, - ამბობდა მომღერალი.

სიმღერა ბავშვობიდან იზიდავდა. მისი პირველი საჯარო გამოსვლა 4 წლის ასაკში შედგა, როცა საშობაო წარმოდგენაში მიიღო მონაწილეობა.
14 წლის ასაკში სწავლას თავი დაანება და ფაბრიკაში მუშაობა დაიწყო, რომ მუსიკის მასწავლებლისთვის გადასახდელი ფული დაეგროვებინა.
ლამაზი და ნიჭიერი გოგონა პირველად 15 წლის ასაკში შენიშნეს, როცა მუსიკალურ კონკურსში გაიმარჯვა და ნიჭიერთა ტელეშოუში მონაწილეობის უფლება მიიღო.
1965 წელს ცნობილმა პროდიუსერმა ჯონ სტარკმა მირეი მატიესთან კონტრაქტი დადო. ერთი წლის შემდეგ, უკვე პარიზის ყველაზე პრესტიჟული საკონცერტო დარბაზის, „ოლიმპიას“ სცენაზე გამოჩნდა. თავდაპირველად, მირეი ედიტ პიაფის სტილში მღეროდა, მოგვიანებით კი შესრულების საკუთარი მანერა აღმოაჩინა.

1966 წელს მირეი მატიეს პირველი ალბომი გამოვიდა, რომელმაც მომღერალს მხოლოდ საფრანგეთში კი არა, მის ფარგლებს გარეთაც პოპულარობა მოუტანა, თუმცა ყველაზე რთული პრეტენზიული პარიზელების მოხიბვლა აღმოჩნდა. მათ მირეი პროვინციელ და გაუნათლებელ ქალად მიაჩნდათ.

საოცარი შრომისმოყვარეობის წყალობით, მალე პარიზელების გულიც დაიპყრო და საფრანგეთის ყველაზე პოპულარულ მომღერლად იქცა. ის სცენაზე იმ დროის ყველაზე პოპულარულ შემსრულებლებთან - ფრენკ სინატრასთან, შარლ აზნავურთან და დონ ჯონსთან ერთად გამოდიოდა.

მირეიმ პირველივე ჰონორარით დიდი ხნის ოცნება აიხდინა და მშობლებს დიდი სახლი უყიდა.
მომღერალი ყოველთვის სიამოვნებით საუბრობდა ჟურნალისტებთან საკუთარ შემოქმედებაზე, თუმცა პირადი ცხოვრების თემას ტაბუ ედო. ჟურნალისტებისთვის მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ მირეი გათხოვილი არასოდეს ყოფილა. „სიყვარული ყველაზე მშვენიერი რამაა, თუმცა ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ არასოდეს ვსაუბრობ“ - მოკლედ პასუხობდა მირეი მატიე ცნობისმოყვარეთა კითხვებს.
მომღერალი არაფერს მალავდა, რადგან დასამალი არაფერი ჰქონდა და არც ფარული საყვარლები ჰყოლია ოდესმე.

1983 წელს 40 წლის მირეი მატიეს ხელი სთხოვა ფრანგმა მილიონერმა და თანხმობაც მიიღო, თუმცა ქორწილამდე ერთი თვით ადრე მომავალმა ქმარმა ქალს ულტიმატუმი წაუყენა: მომღერალი ბავშვის გაჩენის შემდეგ სცენას უნდა დამშვიდობებოდა. რა თქმა უნდა, ეს ქორწილი აღარ შედგა.

წლების შემდეგ მომღერალს ხშირად ხედავდნენ ცნობილ ვიზაჟისტთან, ოლივიე ეშოდმეზონთან ერთად, თუმცა ქორწილამდე საქმე არც ამ შემთხვევაში მისულა.
ქალი, რომელიც სცენაზე მარადიულ სიყვარულს უმღეროდა, ცხოვრებაში ასეთ გრძნობას თითქოს ყველანაირად გაურბოდა.
სხვათა შორის, ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში, თავისი პროდიუსერისგან, ჯონ სტარკისგან მიიღო რჩევა, რომელსაც მთელი ცხოვრება ითვალისწინებდა: „როცა ადამიანს უყვარს, ის ვერც ჭამს, ვერც იძინებს და ვერც მუშაობს. ქვეყანაზე სასწაულები არ ხდება. ასე რომ, თუ წარმატება გსურს, უნდა გეძინოს, უნდა ჭამო და უნდა იმუშაო. აი, ეს სამი პირობაა შენი მშვენიერი ხმის სიცოცხლის გარანტი“.

მირეი მატიე სცენაზე თავის საფირმო ნიშნად ქცეული „კარეს“ ვარცხნილობით გამოდიოდა.
„ადრეულ წლებში, ანუ კარიერის დასაწყისში, არავინ მიცნობდა. ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო კონცერტის წინ, გადავწყვიტე, თმის ვარცხნილობა შემეცვალა. რატომღაც უპირატესობა „კარეს“ მივანიჭე და მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. ჩემი ხმისა და ვარცხნილობის წყალობით მხოლოდ სამშობლოში კი არა, მთელ მსოფლიოში ცნობილი გავხდი. მას შემდეგ ჩემს „კარეს“ არანაკლებ ვუფრთხილდები, ვიდრე ხმას“, - აღიარა მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

საგასტროლო ტურნეების დროს ყოველთვის ახლდა დედა, რადგან ოჯახი მისთვის ყოველთვის მთავარ ფასეულობას წარმოადგენდა.
„ჩემს ცხოვრებაში ორი ძირითადი ფასეულობაა - ჩემი სიმღერები და ჩემი ოჯახი - დედა, ძმები და დები“, - ამბობდა მომღერალი.

ის დღეს ბედნიერია და სრულიად არ ნანობს, რომ მარტო დარჩა.
„ჩემი პროფესია ცხოვრების ისეთ მკაცრ და დაძაბულ რიტმს მოითხოვს, რომ მე ვერასოდეს შევძლებდი სათანადო ყურადღების დათმობას ქმრისა და შვილებისთვის. ეს სიმართლეა, რომელსაც ვერ გაექცევი.
მე მიყვარს ბავშვები და მათი მოვლა, რადგან მე 14 ბავშვიდან ყველაზე უფროსი ვიყავი და დიდი პედაგოგიური გამოცდილება მაქვს, მაგრამ სამუშაო მაინც ყველაზე მთავარია. სხვანაირი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. რატომ უნდა ვიქცე იმად, ვინც არ ვარ, ეს ხომ საკუთარ თავზე უარის თქმა იქნებოდა? ასე რომ, ეს ჩემი არჩევანია და არა - მსხვერპლად შეწირვა“, - ამბობს მომღერალი.

მირეი მატიე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფრანგი მომღერალია - მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული აქვს 133 მილიონი ალბომი და 55 მილიონი სინგლი და მიუხედავად მომღერლის სიტყვებისა, ბევრი მისი თაყვანისმცემელი მიიჩნევს, რომ სწორედ მარტოობაა ფასი, რომელიც მირეიმ ასეთი წარმატებისთვის გადაიხადა. 

სიმღერა „მარადიული სიყვარული“, მირეი მატიესა და შარლ აზნავურის შესრულებით: 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?