თუკი მიგაჩნიათ, რომ ინტიმურ ადგილებში ნაზი კანი უნდა გქონდეთ და თმას თქვენით, სახლის პირობებში იშორებთ, გამორიცხული არ არის, რომ ბევრი შეცდომა დაუშვათ.
შეცდომა #1
არასდროს გამოიყენოთ დაბლაგვებული ან დაძველებული საპარსი დანადგარი ინტიმური ადგილების გასაპარსად, რადგან ეს გამოიწვევს კანის გაღიზიანებას და არც ტრავმებს გამორიცხავს.
ასე რომ, თუკი სამართებელზე ჟანგი შენიშნეთ - თამამად გადააგდეთ ის ნაგავში.
შეცდომა #2
გასაგებია, რომ მუდმივად გვეჩქარება, მაგრამ ეს არ არის იმის მიზეზი, რომ გაპარსვის დროს ეს მნიშვნელოვანი ეტაპი არ გავითვალისწინოთ: გაპარსვამდე 10 წუთით ადრე აუცილებელია ბიკინის ზონის დაორთქვლა თბილი წყლით. შედეგად რბილდება კანი, იხსნება ფორები და გაპარსვის პროცესი მარტივდება.
შეცდომა #3
გასაპარსი თმის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 6 მილიმეტრს. თუკი გასაპარსი თმის სიგრძე უფრო მეტია, ჯერ მაკრატლით ისარგებლეთ, ხოლო შემდეგ საპარსი საშუალებით.
შეცდომა #4
გვახსოვდეს, რომ პარსვას სიჩქარე არ უყვარს. დასველების გარეშე გაპარსვა აღიზიანებს კანს და პროცესს უფრო მტკივნეულს ხდის.
შეცდომა #5
ნუ ჩაიცვამთ სინთეტიკურ სტრინგებს ბიკინის ზონის გაპარსვისთანავე. პარსვის პროცესში კანი იღებს სტრესს, ამიტომ მიეცით მას ცოტაოდენი დასვენების საშუალება. აირჩიეთ ბამბის თეთრეული, რომელიც ზედმეტად არ მოგედებათ და კანს არ გაგიღიზიანებთ.
შეცდომა #6
პარსვის შემდეგ წასასმელი ლოსიონი ყურადღებით შეარჩიეთ - კარგად გაეცანით მის შემადგენლობას, რათა კანი არ გაიღიზიანოთ. ლოსიონის ნაცვლად კი შეგიძლიათ, ისარგებლოთ ქოქოსის ზეთით ან ალოე ვერას ზეთით - ორივე შესანიშნავად არბილებს და ატენიანებს კანს.
გიყვარდეთ საკუთარი სხეული და იზრუნეთ მასზე სწორად!