სახის იოგა - დღეში 10 წუთი და დაივიწყეთ ბოტოქსი!

სილამაზე/ჯანმრთელობა

13 მარტი 12:00, 2018 წელი

აქ არ დაგჭირდებათ არანაირი კატის ან ვეფხვის პოზა, თუმცა იოგას პრინციპი შენარჩუნებულია, მარტივად შესასრულებელია და მოკლე დროში დიდი ეფექტი აქვს, - გვარწმუნებენ byrdie-ს ავტორები.

ამ მეთოდიკის შემქმნელი იაპონელი ფუმიკო ტაკაცუ ამბობს, რომ ყოველდღიური ვარჯიშით ერთ კვირაშივე დაინახავთ, როგორ გადაგეჭიმებათ და ტონუსში მოვა თქვენი სახის კანი.

სულ 4 ვარჯიშია:

1. შუბლის დაუთოება - აკუპუნქტურის პრინციპით ხსნის დაძაბულობას და აფერხებს ნაოჭების გაჩენას!
ინსტრუქცია:
ორივე ხელი მუშტებად შეკარით. შუა და საჩვენებელი თითების შუა ფალანგის ძვლები შუბლის ცენტრში მოაქციეთ და დააწექით;
დაწოლით ნელ-ნელა გააცურეთ მუშტები შუბლის კიდეებისკენ;
ბოლოს მსუბუქი დაწოლით დაამთავრეთ საფეთქლებზე;
გაიმეორეთ 4-ჯერ. 




2. კისრის გაჭიმვა - იჭიმება კისერი და ხელს უშლის ღაბაბის წარმოქმნას.
ინსტრუქცია: 
ტუჩები გვერდით გაწიეთ მაქსიმალურად, ისე რომ ლოყებში დაჭიმულობა იგრძნოთ;
იმავე მხარეს 45 გრადუსით მიაბრუნეთ კისერი. ამ დროს კისერიც უნდა დაგეჭიმოთ;
გააჩერეთ 3 წამი;
გაიმეორეთ მეორე მხარესაც.





3. სახის აჭიმვა - „აუთოებს“ ცხვირ-ტუჩის ნაოჭებს (ღიმილის ხაზებს), მაღლა სწევს თვალებსა და ლოყებს.
ინსტრუქცია:
ხელისგულები ღაწვებზე მიიდეთ;
დააწექით მაღლა და უკან:
პირით „ო“ წარმოთქვით. ქვედა ყბა მაქსიმალურად ჩაქაჩეთ ქვემოთ.





 


4. წარბების აჭიმვა - წარბების მოდუნებულ კანს აჭიმავს და ასევე „დააუთოებს“ ღიმილის ნაოჭებს;
ინსტრუქცია:
მხრები ჩამოუშვით. ერთი ხელი თავს ზემოთ გადაიტარეთ და თითების ბოლოებით წარბს შეეხეთ, ისე როგორც ამ ფოტოზეა.

ამ ვარჯიშისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება თითების განლაგებას. ამიტომ გირჩევთ, სარკის წინ გააკეთოთ: არათითი წარბის განაპირას უნდა დაადოთ, შუა თითი კი -  საფეთქელზე. ვარჯიშის შესრულებისას თითები არ გაამოძრაოთ.

შემდეგ თითების მსუბუქი დაწოლით აჭიმეთ სახე ზემოთ და უკან; 
შემდეგ თავი მხარზე ჩამოაგდეთ, ამ პოზაში ცოტა ხანს გაჩერდით;
ჰაერი ბოლომდე ამოისუნთქეთ, თან ენა გადმოყავით მაქსიმალურად;
იგივე გაიმეორეთ მეორე მხარესაც.


 






 




წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?