„BMW“-სა და „Mercedes“-ის მძღოლები გამუდმებით კამათობენ იმაზე, რომელი სჯობია. რეზიკო რობაქიძეს „BMW“- ჰყავს და იმდენად უყვარს ეს მარკა, მისი ემბლემის ტატუც კი აქვს გაკეთებული. მე ხმას არ ვიღებ ხოლმე, მაგრამ თვითონ გამუდმებით მიმტკიცებს, რომ „BMW“ „Mercedes“-ზე მაგარი ავტომობილია. ბავშვურად ვკამათობთ, მაგრამ რბოლაში არ მიწვევს, რადგან ერთი სერიოზული ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დაჭკვიანდა.