„მოძრაობისას ხშირად ვმღერი. ამ დროს გვერდით რომ ვიხედები, გაგიჟებული თვალებით მიყურებენ ხოლმე. თუმცა ვინც მცნობს, ხვდება, რომ გიჟი არ ვარ“, - სიცილით გვიყვება მომღერალი დიმა კობეშავიძე...
16 წლის ვიყავი, მამაჩემმა თავის „Ford sierra“-ზე მართვა რომ მასწავლა.
3 წელია, რაც „Honda HRV“ მყავს, რომელიც ჩემი და მამას საზიაროა. ეკონომიური ჯიპია და არც ზომითაა ძალიან დიდი, რაც კომფორტს მიქმნის.
ვფიქრობ, თბილისური მოძრაობისთვის „Mitsubishi io“ შევიძინო. ვიცი, რომ დიდად არ მომიხდება, მაგრამ მირჩევნია, პარკირების დროს პატარა ადგილზეც კარგად მოვთავსდე, ვიდრე მარკა მიხდებოდეს და „ავტობუსით“ დავდიოდე.
ფეთქებადი მძღოლი არ ვარ. საჭესთან თითქმის არც ვბილწსიტყვაობ.
მოძრაობის წესებს ყოველთვის ვიცავ. ტელეფონზეც კი ყურსასმენით ვსაუბრობ. ერთადერთი ჯარიმა არასწორი პარკირებისთვის მივიღე. ძალიან მიკვირს, რომ პატრულს გადამოწმების მიზნითაც კი არასდროს გავუჩერებივარ.
მოძრაობის დროს მუსიკა გამუდმებით ჩართული მაქვს, ოღონდ ეს არ არის კლუბური. სასიამოვნო სიმღერებს ვუსმენ და მეც ვყვები.
მოძრაობისას ხშირად ვმღერი. ამ დროს გვერდით რომ ვიხედები, გაგიჟებული თვალებით მიყურებენ ხოლმე. თუმცა ვინც მცნობს, ხვდება, რომ გიჟი არ ვარ.
მამაჩემი მეუბნება, გიჟივით დადიხარო. არადა, მანქანებით გადატენილ ქალაქში სწრაფად როგორ უნდა ვიარო? ტრასაზეც კი არ ვაჭარბებ დაშვებულ სიჩქარეს. „ნელა იარე“ - ყოველ გასვლაზე ამ სიტყვებს მეუბნება. მანქანაში თუ ჩამიჯდა, ხომ საერთოდ! კონტროლი უყვარს. დედა კი მენდობა და ამბობს, რომ კარგი მძღოლი ვარ.
სავალ ნაწილებში რა ხდება, წარმოდგენა არ მაქვს! საბურავი რომ გასკდეს, მგონია, რომ იმასაც ვერ გამოვცვლი, მაგრამ საკმარისია, მანქანამ ხმა შეიცვალოს და ვხვდები, რომ რაღაც უჭირს და ხელოსანთან მიმყავს.
მანქანა ჩემთვის მხოლოდ გადაადგილების საშუალებაა. საათ-ნახევარზე მეტხანს საჭესთან ჯდომა უკვე ძალიან მღლის.
ქალ მძღოლებს მანევრირებაზე ვცნობ. ზოლს ვერ იცავენ.
„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.