სოპრანო თეონა დვალის სიყვარული ერთი ნახვით

საჭესთან

15 აპრილი 22:00, 2016 წელი

 „ჩემი იტალიელი მეგობრები წუწუნებენ ხოლმე, ჩვენთან უკულტურო მძღოლები არიანო, მე კი ვეუბნები - ჩამოდით საქართველოში და ნახეთ, რა ხდება გზებზე...“ - თავის სახალისო ამბებს გვიყვება ქართველი სოპრანო თეონა დვალი.

პირველი სიყვარული
დრო თითქმის არ მქონდა ხოლმე, რომ მანქანის მართვა მესწავლა, ამიტომ ჩემს მეგობრებს შორის ყველაზე გვიან მივუჯექი საჭეს. მალევე ავითვისე და მართვის მოწმობაც პირველივე გასვლაზე ავიღე. „NISSAN MICRA“ ჩემი პირველი მანქანაა. ერთ დღეს „ნისანის“ ცენტრთან სრულიად შემთხვევით მოვხვდი, ჩემი მომავალი გოგო გარეთ იდგა. როდესაც შევხედე, ისე მომეწონა, რომ მაშინვე შემიყვარდა და ყიდვა გადავწყვიტე. ჩემი გოგო უკვე 1 წლისაა. ხანდახან „ქინდერის მანქანას“ ვეძახი ხოლმე (იღიმის). ძალიან მოსახერხებელია პარკირებისთვის. 


სოპრანო საჭესთან
ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მოწესრიგებული მძღოლი ვარ. ყველაფერში ვფრთხილობ, თუმცა ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ სისწრაფე მყვარებია. მართალია, ქალაქში ვერ ვახერხებ სწრაფად სიარულს, თუმცა ავტობანზე მაშინვე ვკრეფ სიჩქარეს და დიდ სიამოვნებას ვიღებ. შემიძლია, მთელი დღის მანძილზე ვისეირნო მანქანით, ეს ჩემთვის არაჩვეულებრივი განტვირთვის წყაროა. საჭის მართვის დროს საოპერო არიებსაც ხშირად ვასრულებ ხოლმე, თუმცა ფანჯრის მინები ყოველთვის აწეული მაქვს (იღიმის).


თანაგრძნობა ქალ მძღოლებს
იმედი მაქვს, დადგება ის მშვენიერი დღე, როდესაც ქალაქში მხოლოდ კულტურული მძღოლები იმოძრავებენ. თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ მეუბნებიან, რომ მანქანას მამაკაცურად ვმართავ (იღიმის). ეს ჩემთვის სასიამოვნო კომპლიმენტია. როდესაც  გზაზე ცუდად მიმავალი ავტომობილის შეხედვაზე ამბობენ, საჭესთან აუცილებლად ქალი იქნებაო, ამაზე ყოველთვის ვწუხდი და მინდოდა, მსგავსი რამ ჩემზე არასდროს ეთქვათ. მგონი, გამომდის (იღიმის). მანქანის ტექნიკურ მხარეშიც ვერკვევი და ვცდილობ, სათანადოდ მოვუარო ჩემს გოგოს, რათა დიდხანს მემსახუროს.


ფლირტი საჭესთან
მქონია შემთხვევა, როდესაც საცობში დგომისას გვერდითა მანქანიდან გამომლაპარაკებიან და ყავაზეც დავუპატიჟივარ. ერთხელ მონიტორინგის დროს პატრულმაც გამაჩერა და რომ მიცნო, ძალიან მესიამოვნა.


მანქანა = გარდერობს
მანქანაში სულ მიდევს მობილურის დამტენი, სათვალე, ღმერთმა ნუ დამაჭირვოს და ყელის ტკივილის წამალი, ასევე, გარდერობს დავატარებ ხოლმე. მოკლედ, ყველა იმ ნივთს, რაც კი შეიძლება დამჭირდეს.


საქართველო VS იტალია
ხშირად უთქვამთ ჩემს მეგობრებს, - თუ თბილისში მართავ მანქანას, მაშინ ყველგან გაატარებო და მგონი, მართლაც ასეა. ჩვენთან საჭის მართვა ცოტა გმირობასთან ასოცირდება, თუმცა ეს პროცესი ჯერჯერობით მამხიარულებს. ჩემი იტალიელი მეგობრები წუწუნებენ ხოლმე, ჩვენთან არ არიან კულტურული მძღოლებიო, მე კი ვეუბნები, - ჩამოდით საქართველოში და ნახეთ, რა ხდება გზებზე, მგონი, ყველაფერი დაგავიწყდეთ-მეთქი (იღიმის).

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?