ქეთი ორჯონიკიძე: ჩემთვის ქალი და მამაკაცი მძღოლი არ არსებობს, არსებობს კარგი და ცუდი მძღოლების კატეგორია

საჭესთან

4 სექტემბერი 22:00, 2015 წელი

მომღერალ ქეთი ორჯონიკიძისთვის მანქანა მეორე სახლია. საჭესთან ადრენალინის მოზღვავებას გრძნობს. მისი საგზაო ისტორიებიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, ფრთხილი მძღოლიაო, თუმცა თავადაც აღიარებს, რომ მანქანის მართვისას მთავარი გამოცდილებაა.

- თუ დამიჯერებთ, ნელა დავდივარ და ის ფაქტი, რომ ბევრი საგზაო კანონებს არ ემორჩილება, ჩემთვისაც გამაღიზიანებელია. ვფიქრობ, ნორმალური მძღოლი ვარ, რადგან კარგ მძღოლობას გამოცდილებაც სჭირდება. მთავარია, არ გათამამდე და ყოველთვის მობილიზებული იჯდე საჭესთან. ადრე ახალთახალი „მერსედესი“ მყავდა, რომელიც 7 წლის წინათ მოვიგე მუსიკალურ პროექტ „ვარსკვლავების აკადემიაში“. ფაქტობრივად, მასზე გავიარე პრაქტიკა.


- ზოგადად, რამდენად გიყვარს მანქანის მოვლა, თუ სხვა მძღოლებივით თავს იმართლებ, რომ გადარბენის რეჟიმში ხარ და ვერ იცლი?
- ძალიან მიყვარს მოვლილი და გარეცხილი მანქანით სიარული. ეს, პირველ რიგში, მე მანიჭებს სიამოვნებას. წესრიგი მიყვარს და ეს ყოველთვის იგრძნობა.


- მანქანის ნაწილებშიც ერკვევი?
- თქვენ წარმოიდგინეთ, ვერკვევი. საბურავიც გამომიცვლია, „კაპოტიც“ ამიწევია და ჩამიხედავს. ჩვენი გზების გადამკიდე, ერთ დღესაც თუ დამინახეთ ორმოში ჩამძვრალი და მანქანას ქვევიდან ვუჩხიკინებ, არ გაგიკვირდეთ (იცინის).


- შენი მეგობრები ამბობენ, ქეთი მაღაზიებშიც კი მანქანით შედისო?
- გეტყვით, ასე რატომ ამბობენ (იცინის). მოკლედ, ერთხელ საბურთალოზე დიდი საცობი იყო, ძლივს მივღოღავდი. გავიხედე, შუქნიშანზე მწვანემ ციმციმი დაიწყო. ვიფიქრე, თუ მომასწრო და წითელი აინთო, ამას ვეღარ გადავიტან-მეთქი და გაზს ფეხი მივაჭირე. საჭე ვეღარ დავიმორჩილე და უცებ ჩემ წინ თითქოს კადრები შენელდა. მაღაზიის ვიტრინას რომ მივუახლოვდი, სასწაულად მოვასწარი საჭის მოტრიალება. მადლობა ღმერთს, საწინააღმდეგოდ მანქანა არ მოდიოდა და არ შევასკდი. რომ არა ჩემ თვალწინ კადრების შეჩერება, ვერაფერს მოვასწრებდი, სისწრაფე დამაბნევდა.


- გაქვს ისეთი ნივთი, რომელსაც სულ მანქანით ატარებ?
- ბევრისგან გამიგია, ჩემი მანქანა ერთგვარი გარდერობიაო. მე კი თან არაფერს ვატარებ. ერთადერთი, ქუდი სულ მაქვს და ისიც თავზე მახურავს (იცინის). თუმცა, თუ კონცერტია და სადმე გამოსვლა მაქვს, რასაკვირველია, მეც მიმაქვს სასცენო ტანსაცმელი. იცით, რა მინდა ვთქვა? მანქანა ზოგისთვის ფუფუნებაა, ზოგისთვის საჭიროება და ზოგისთვის კომფორტი.


- ფუფუნება-საჭიროება-კომფორტში რას გულისხმობ?
- საჭიროებისთვის თუ გინდა, ეკონომიურობაზე გათვლი; ფუფუნებისთვის - მაგარ მოდელს არჩევ, ხოლო კომფორტი უკვე გემოვნების საკითხია. პირადად მე ძველი „მუსტანგი“, „შევროლეტი“, „ჩაიკა“ მომწონს, რაღაცნაირად, ჩემი სტილია... მანქანის მართვა ძალიან მიყვარს, ეს ჩემთვის ადრენალინია. ავტომანქანაში ისე ვგრძნობ თავს, როგორც სახლში.


- რატომღაც მგონია, შენი მანქანიდან სულ ხმამაღალი მუსიკა ისმის...
- შეცდით (იცინის). როცა მუსიკას ხმამაღლა ვუსმენ, მეც ხმამაღლა ვყვები, ემოციაც ემატება და ასტრალში გავდივარ. წარმოიდგინეთ, საჭესთან ჩემი გამოუცდელობა, პლუს ასტრალი, ნამეტანი სახიფათოა(იცინის).


- ქეთი, გაქვს რჩევა მძღოლებისთვის?
- ჩემთვის ქალი და მამაკაცი მძღოლი არ არსებობს, არსებობს კარგი და ცუდი მძღოლების კატეგორია. თუმცა, სამწუხაროდ, ცუდი მძღოლები სჭარბობენ. მათ მინდა, ვურჩიო: ეცადეთ, გახდეთ კარგი მძღოლები!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?