მაკა შალიკაშვილი: ჩემს მანქანაში სულ მამაკაცის სუნია

საჭესთან

7 აგვისტო 22:00, 2015 წელი

როცა მაგარ მანქანაზე ზიხარ, მაგარი გოგო ხარ და მაგრად გიხდება მანქანა, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ შურიანი „ვზგლიადები“ აიტანო.

მსახიობი მაკა შალიკაშვილი ადრეული ასაკიდან მართავს მანქანას და მიიჩნევს, რომ საჭე მისთვის ერთგვარი განტვირთვა და რელაქსია. მის მანქანაში ერთი შეხედვითაც მიხვდებით, რომ ამ ადამიანს წესრიგი და სისუფთავე განსაკუთრებულად უყვარს. დაკვირვებული მძღოლიცაა და არც შურიანი „ვზგლიადები“ აბნევს.


- ბავშვობაში მამას ვეჯექი ხოლმე კალთაში და საჭეზე მეჭირა ხელი. სხვათა შორის, კარგად ვატარებდი და მიხაროდა. ახლა ისეთი გიჟური მოძრაობაა, სურვილიც აღარ მაქვს, ხშირად ვიარო მანქანით. თუმცა, ისეთი პროფესიის ვარ, მანქანა სულ მჭირდება. საჭის მართვა ძალიან მომწონს და ვფიქრობ, მიხდება კიდეც - რაღაცნაირად ჩემი საქმეა. დიდი ადრენალინიც არის და მოდუნების, ფიქრის კარგი საშუალებაც. მამაკაცს ვერ ცვლის, მაგრამ ჩემთვის ერთგვარი რელაქსია. თუმცა, თუ დავფიქრდებით, კარგი მანქანა კარგ მამაკაცს კი უდრის (იცინის).


- გქონია შემთხვევა, როცა შენი მანქანა გზაში გამოსულა მწყობრიდან და თავად შეგიკეთებია?
- საქართველოში, საბედნიეროდ, ქალის პატივისცემა ჯერ კიდევ შემორჩენილია. მართალია, მანქანა გზაში ჯერ არ გამფუჭებია, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, დარწმუნებული ვარ, მის შეკეთებაში ნებისმიერი გამვლელი მამაკაცი დამეხმარება. დახმარებაში მაგრები ვართ!


- გიგრძნია შურიანი მზერა გვერდიდან, როცა კარგი მანქანის საჭესთან ხარ?
- რასაკვირველია, ეს ყველას უგრძნია. როცა მაგარ მანქანაზე ზიხარ, მაგარი გოგო ხარ და მაგრად გიხდება მანქანა, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ შურიანი თვალი ყველა მხრიდან გაკვირდება. მე ყველას ვუღიმი, ხომ იცით, რა კომუნიკაბელური ვარ. ზოგადად, ქართველებს ბედნიერი არ უყვართ, თორემ უბედური ყველას გვეცოდება.


- როცა მანქანას მართავ, შიგადაშიგ გაპრანჭვასაც თუ ახერხებ?
- არანაირად! თუ გაპრანჭვა გინდა, ეს სახლში მოაგვარე და ისე მიუჯექი საჭეს. „პახოდუ“ ყველაფრის კეთება რა წესია? სხვათა შორის, მანქანა ჩემი სახლია და მთელი გარდერობი თან დამაქვს. და, რასაკვირველია, სუნამო. მანქანაში თილისმები არ მაქვს, ვფიქრობ, უფალი ამის გარეშეც მიცავს. თუმცა, მიყვარს, როცა სალონში სასიამოვნო სურნელია და სულ მიკიდია მამაკაცური, მძაფრი სუნის მარკერები. ამის გამო, ვხუმრობ ხოლმე, ჩემს მანქანაში სულ მამაკაცის სუნია-მეთქი (იცინის). ასევე, აუცილებლად უნდა იყოს ჩართული მუსიკა.


- რას ეტყვი მძღოლებს?
- ვეტყვი, რომ უფრო დაკვირვებულები, მობილიზებულები იყვნენ, ნუ იბნევიან და ამით სხვებსაც ნუ აბნევენ! როცა მძღოლი ხარ, გვერდით მჯდომი მგზავრი უნდა გენდობოდეს.


- მაკა, ბევრი ქალი ამბობს, რომ საჭემ გინება ასწავლა. შენც ასე ხარ?
- არავითარ შემთხვევაში! ქალს გინება არ უხდება. ვერ ვიტან, პირს რომ მოაღებენ და სართულიანებს იგინებიან. საჭესთან დავჯექი და გინება დამაწყებინაო, ეს რას ნიშნავს? თუ არ გინდა, ნუ შეიგინები, ბატონო! 


- აბა, სიბრაზეს როგორ გამოხატავ?
- ღიმილით.


- პატრულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს? ხშირად გაჩერებენ?
- პატრულებთან გადასარევი დამოკიდებულება მაქვს. თუ გამაჩერეს, მცნობენ და ასმაგად კეთილგანწყობილები ხდებიან. ასე რომ, ჩემი ცნობადობა პატრულთან ჭრის.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?