გია ჯაჯანიძე: „ეს ჭაღარა ჩემი არ არის!“

სალონი

14 ივნისი 14:00, 2016 წელი

ტელეწამყვანმა გია ჯაჯანიძემ Pivot point-ში მისვლით პირველად „განიცადა ღალატის გემო“ და ამაში მას სტილისტი ერიკ კაზარიანი, ვიზაჟისტი მარინა საფრონოვა და მანიკიურის სპეციალისტი, ანჟელიკა ქულავა დაეხმარნენ... მაინც, რა მოხდა Pivot point-ში? 

  

  • ძალიან მინდოდა, ღალატის გემო განმეცადა - Pivot point-ში მოსვლით ჩემს სტილისტს ვღალატობ და საინტერესოა, როგორ დამთავრდება.

  • პრეტენზიული არ გახლავართ, მაგრამ ჩემი ყველა ნაკლი ვიცი. აკვანში ვარ გაზრდილი და ბრტყელი თავი მაქვს. ორივე მხარეს, გვერდებზეც და უკანაც, ძვალი მაქვს გამოწეული. ალბათ, აკვანს ძალიან არყევდნენ და აქეთ-იქით გემრიელად ვურტყამდი თავს. ასეთი რაქიტული თავი ამიტომაც მაქვს. ჩემმა სტილისტმა ჩემი ყველა ნაკლი უნდა იცოდეს, რომ დაფაროს. თავზე სიბერისგან ნაკეცები გამიჩნდა, რაც ვარცხნილობის შერჩევისას, ასევე, უნდა დაიმალოს.

  • რა ექსპერიმენტი არ ჩამიტარებია თმაზე - ყველანაირფრად მქონია შეღებილი და დაგრძელებულიც კი. ჭაღარა რომ ვერსად ვნახე, დედაჩემს თმა შევჭერი და ის მივიბი. ისე, ჩემი თმის ბუნებრივი ფერი შავი გახლავთ. პირველად Funtime-ისთვის ვიტყვი, რომ ეს ჭაღარა ჩემი არ არის.

  • ექსპერიმენტების პერიოდი დავასრულე, ამიტომ დღეს პატარა, თინეიჯერი ბიჭის ვარცხნილობა მინდა. ეს იმიტომ, რომ 15-16 წლის ბიჭის გული მაქვს.

  • ვნახოთ, სტილისტი ერიკ კაზარიანი რას შესთავაზებს გიას.

  • ერიკ კაზარიანი, სტილისტი: შევთანხმდით, რომ გვერდებს დაბალზე შევჭრი, კეფაზე კი სამკუთხედ კონტურს გავუკეთებ.

  • ერიკს შეჭრა ჯერ არ დაუსრულებია, მაგრამ მგონი, უკვე მომწონს. Pivot point-ს ჩემ ირგვლივ ხშირად ახსენებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს. ამიტომ არ გამიკვირდება, თუ მეც კარგ განწყობაზე დავტოვებ აქაურობას.

  • მერცხლის სკლინტი თმის მოვლის საუკეთესო საშუალებაა. მერცხალს ნუ დაუწყებენ დევნას. ბუდის ქვეშ ქვეყნის სკლინტია. გამხმარი კი იქნება, მაგრამ მოაგროვონ, დანამონ, ფაფისებურ მასას რომ მიიღებენ, დაბანამდე შეიზილონ და ზუსტად 15 წუთი გაიჩერონ. 5 წუთიც რომ გადასცდეს, მერცხლის სკლინტი იმდენად ძლიერმოქმედი მინარევებისგან შედგება, თმა დაიწვება.

  • მე თმას ასე ვიბან და გამაკრიტიკოს, ვისაც უნდა.

  • სალონში 72%-იანი სარეცხის საპონი მოვითხოვე და არ აქვთ. მთელი ცხოვრება ამ საპნით ვიბან თმასაც და ტანსაც.

  • ძალიან მომწონს. ექსპერიმენტი შედგა, მაგრამ ჩემს სტილისტს ბოდიშს ვუხდი. ასე თმა არასდროს მქონია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩემი რაქიტული თავი დაფარა.

  • მაკიაჟს მხოლოდ გადაცემის ჩაწერისთვის ვიკეთებ. იმდენად არ მიყვარს გრიმი, ღონისძიებებსა და წვეულებებზე გამორიცხულია, გავიკეთო. ვხუმრობ ხოლმე, მაკიაჟის კეთება ჩემთვის მშობიარობის ტოლფასია-მეთქი.

  • მარინა საფრონოვა, ვიზაჟისტი: ბატონ გიას მამაკაცის მაკიაჟს გავუკეთებ, რომელსაც კონტურირებით დავიწყებ.

  • ხშირად მეუბნებიან, რომ ასაკი არ მეტყობა. რაც არ უნდა მოუარო თავს, იკეთო პლასტიკური ოპერაციები და სასწაულები ჩაიდონო, თუ კეთილი არ ხარ, გარეგნობას არაფერი შველის. ასე რომ, თუ ბოროტი ხარ, ხარჯე ფული, რამდენიც გინდა. სახესაც კი სარეცხის საპნით ვიბან. შემდეგ კი კოლხურ მალამოს ან ფიტომალს ვხმარობ. გარდა ამისა, სოდითაც ვსარგებლობ. დაბანას რომ დავასრულებ, სოდიანი წყალი მომზადებული მაქვს და მთელ ტანზე ვივლებ.

  • მარინა საფრონოვა, ვიზაჟისტი: ქალბატონებს თუ ყვრიმალებზე ვუკეთებთ აქცენტს, მამაკაცის სახეს სხვანაირი, სწორხაზოვანი მაკიაჟი სჭირდება.

  • გრძელი წამწამები მაქვს და მაკიაჟის კეთების პროცესში პუდრით მითეთრდება, ამიტომ ტუშს ვხმარობ.

  • ვაიმე, რა ლამაზი ვარ! 

  • გადავედით მანიკიურის კეთებაზე.

  • ფრჩხილების კეთება 20 წლის წინათ დავიწყე. მაშინ როცა ეს ჯერ კიდევ სირცხვილი იყო და მამაკაცებს ამის გამო აკრიტიკებდნენ. მახსოვს, ერთხელ სალონში ვიჯექი. ფანჯარასთან ჩემმა ნაცნობმა ჩაიარა და ფრჩხილის კეთების პროცესში რომ არ დავენახე, ჩავიკუზე. გავიდა წლები და მე მომიწია იმ სალონთან გავლა, სადაც ამჯერად ის ადამიანი იკეთებდა ფრჩხილებს.

  • ანჟელიკა ქულავა, მანიკიურის სპეციალისტი: გიას თითო თითზე ოქროსფერ მანიკიურს წავუსვამ, რადგან დარწმუნებული ვარ, მოუხდება მასაც და მის ყვითელი ფერის მაისურსაც.

  • პირველ რიგში, რაც Pivot Point-ში მოსვლამ მაგრძნობინა, სასწაულად დავისვენე! თმაც მომეწონა, მაკიაჟიც და ჩემი ოქროსფერი მანიკიურიც. ისე მომწონს საკუთარი თავი, სახლში წასვლა აღარ მინდა! ვგრძნობ, რომ ამაღამ კარგად დამეძინება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?