ექსპერიმენტი Pivot point-ში - ჟღალთმიანმა მანიკამ თმა პირველად შეიღება

სალონი

7 ივნისი 14:00, 2016 წელი

Pivot point-ის ექსპერიმენტმა ამჯერად ტელესახე და მოდელი მანიკა ასათიანი მოხიბლა. ჟღალთმიანმა ლამაზმანმა თმა პირველად შეიღება და Funtime-ის მკითხველისთვის მაკიაჟიც დამოუკიდებლად გაიკეთა.

  

  • სილამაზის სალონს ძალიან იშვიათად ვსტუმრობ. ერთადერთი, რის გამოც სალონში დავდივარ, ეს ფრჩხილების მოწესრიგებაა.

  • უპრეტენზიო თმა მაქვს, არც ვიღებავ და არც განსაკუთრებულ ვარცხნილობებს ვიკეთებ, რადგან არც მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ლამაზი თმა მაქვს და გაშლილიც ეფექტურია, გადაწეული ყველაზე მეტად მომწონს, რადგან სახე კარგად მიჩანს. მოკლე თმა არასდროს მქონია.

  • ბექას (წივწივაძე, კალათბურთელი, მანიკას მეუღლე. - ავტ.) არ უყვარს, როცა თმა ძალიან გადაჭიმული მაქვს. ჩემში მას ბუნებრივობა უფრო მოსწონს.

  • მგონია, რომ ყველაზე კარგად ვიცი, რა მიხდება. ვარცხნილობებს მე თვითონ ვიგონებ. შემიძლია, ლამაზად ან სულაც აბურდულად გავიკეთო „კოსა“. სტილისტს მხოლოდ მაშინ ვაკითხავ, როცა თმის გასწორება ან ბოლოების შეჭრა მინდა.

  • ძალიან მინდა, ჩემს თმაში წითელი ფერი ფიგურირებდეს. ამიტომ გადავწყვიტე, Pivot point-ის სტილისტ ერიკ კაზარიანს ვენდო და შევიღებო. მინდა, დღეს პირველი ექსპერიმენტი ჩავატარო!

  • ერიკ კაზარიანი: მანიკას თმას ტონიკით შევუღებავ. თუ არ მოეწონება, ფერი ორ კვირაში გადავა.

  • თმა ჯერ კიდევ სველია, ფერს ბოლომდე ვერ ვხედავ, მაგრამ უკვე მომწონს! კი აღვნიშნე, ექსპერიმენტების კეთება არ მიყვარს-მეთქი, მაგრამ დღეს აღმოვაჩინე, რომ მყვარებია! 

  • ერიკ კაზარიანი, სტილისტი: რადგან მანიკას ბუნებრივობა მოსწონს, ვარცხნილობასაც შესაბამისს გავუკეთებ.

  • ექსპერიმენტით იმდენად კმაყოფილი ვარ, არ ვნანობ. ლამაზი ფერი დაჯდა და, რაც მთავარია, უხეში გადასვლა არ არის, რაც ერიკის პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

  • არც დაგრძელებული ფრჩხილი მიყვარს და არც შილაკი. ძირითადად, ჩვეულებრივ მანიკიურს ვიკეთებ, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში მიძლებს.

  • დღეს მანიკიურიც თმის ფერს შევუსაბამე. 

  • შემდეგი ეტაპის დროა. ვნახოთ, როგორ შეაფასებს ვიზაჟისტი მარინა საფრონოვა მანიკას გაკეთებულ მაკიაჟს.

  • მარინა საფრონოვა, ვიზაჟისტი: მანიკა ტელევიზიაშია გაზრდილი და ასეთი კარგი მაკიაჟი რომ გაიკეთა, არც გამკვირვებია. ერთადერთი, რასაც დავამატებ, ეს რუჯი, ტუჩსაცხი და წამწამებია.

  • დღეს ბავშვი დაბადების დღეზე მიმყავს და გადასარევ ფორმაში ვარ. მაკიაჟიც მომწონს და თმაც. ტუჩისფერი ხომ განსაკუთრებულია! გაცრეცილი ვარდისფერი ჩემი საყვარელი ფერია, რაც რუჯსაც მოუხდა და თმის ფერსაც. დიდი მადლობა Funtime-ს და Pivot point-ს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?