ეკა ჩხეიძის ექსკლუზიური ვარცხნილობა Pivot point-ისგან

სალონი

31 მაისი 14:00, 2016 წელი

სილამაზის აკადემიის „Pivot point“-ის სტილისტმა ერიკ კაზარიანმა და ვიზაჟისტმა მარინა საფრონოვამ მსახიობ ეკა ჩხეიძის ვარცხნილობასა და მაკიაჟზე იზრუნეს.

   

  • სილამაზის სალონში მხოლოდ მაშინ მივდივარ, როცა თმის შეჭრა, შეღებვა ან უბრალოდ ფორმის შეცვლა მინდა. რაც თმა გავიზარდე, მას შემდეგ აწეულს ვატარებ. ყველანაირი ვარცხნილობა მქონია, დახვეულიც, მოკლე ჩოლკაც... გადაწეული თმა ყველაზე უპრეტენზიოა, თუმცა მოსაბეზრებელია. ამიტომ დღეს თმა შევიჭერი.

  • ღებვა თმას ცოტათი მაინც აფუჭებს, ამიტომ ბოლოებს ხშირად ვიჭრი, რომ გახალისდეს.

  • ერიკ კაზარიანი: ქალბატონმა ეკამ თმის სიგრძის მაქსიმალური შენარჩუნება ითხოვა. პროგრესულად შევჭერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მომდევნო ფენა საკონტროლო, პირველ ფენაზე გრძელია, თუმცა გადასვლა მკვეთრად არ გამოჩნდება. „Pivot point“-ის მეთოდით ვიმუშავე, რომელიც სალონის დამაარსებელმა შეიმუშავა და დღეს მსოფლიო მასშტაბით იყენებენ.

  • ერიკ კაზარიანი: ეკას მხოლოდ თმის ბოლოები ჰქონდა დაზიანებული და შევჭერი. მაკიაჟისთვის თმა ავუკეცე და შედეგს მეორე პროცედურის დასრულების შემდეგ ვნახავთ.

  • ვიზაჟისტს მხოლოდ ჩემი აზრი ვუთხარი, თუმცა მის საქმეში არ ჩავერევი. სახის მიხედვით ხვდება, რა მომიხდება, - გვითხრა ეკამ მაკიაჟის დაწყებისას.

  • მარინა საფრონოვა: საერთოდ, როცა ვიზაჟისტს ენდობი, მაკიაჟი უფრო ლამაზი გამოდის. ეკას შემთხვევაში აქცენტს თვალზე გავაკეთებ.

  • ალბათ, პროფესიის ბრალია, რომ მაკიაჟი ყოველდღიურ ცხოვრებაში მოსაბეზრებელიცაა. ამიტომ როცა გადაღება არ მაქვს, მხოლოდ პუდრას ვჯერდები, რომელსაც რუჯის ეფექტი აქვს. ამ დროს არც თვალს ვტვირთავ.

  • გრძელი წამწამი ძალიან მიყვარს და ამიტომ ამ შემთხვევაშიც გენდობით.

  • მარინა საფრონოვა: ალუბლისფერ ტუჩსაცხს წავუსვამ. მის მაკიაჟს ძალიან მოუხდება.

  • ერიკ კაზარიანი, სტილისტი: ეკას თმაში თხევადი სპრეი შევასხურე, რომ ვარცხნილობა დაფიქსირდეს.

  • ერიკ კაზარიანი, სტილისტი: ეკა ძალიან პოზიტიური და სიმპათიური ქალბატონია. ერთმანეთის რჩევები და მოსაზრებები გავითვალისწინეთ. საბოლოო ჯამში კი, საუკეთესო ეფექტი მივიღეთ.

  • ასე თმა არასდროს მქონია და ძალიან მომწონს! ვფიქრობ, მაკიაჟიც და ვარცხნილობაც მიხდება! ასე გალამაზებული სადაც მინდა, იქ წავალ!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?