იყო პერიოდი, როცა თმის გადაპარსვაზეც ვფიქრობდი...

სალონი

19 აპრილი 14:00, 2016 წელი

ესთეტიკური მედიცინის ცენტრ „შაინის“ სტუმარია მომღერალი მარიამ როინიშვილი. ვნახოთ, რას შეუცვლიან მარიამს სტილისტი ალექსანდრე ფარბერი და ვიზაჟისტი თამარ ქავთარაძე.

გადაღების ადგილია ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „შაინი“.

  • ვარცხნილობის შესახებ რჩევებს ყოველთვის ვეკითხები მათ, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც ჩემი გემოვნებით ვიკეთებ. სადღესასწაულო ვარცხნილობა იშვიათად მიწევს და არც მიყვარს, ამიტომ, ძირითადად, ბუნებრივად ვივარცხნი.  

  • ალექსანდრე: რადგან ასეა, არც მე ვაპირებ განსაკუთრებული ვარცხნილობის გაკეთებას. მარიამს ბუნებრივად დავვარცხნი.

  • ძალიან კმაყოფილი ვარ. არ მინდა, ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ, მგონი, მიხდება.

  • ექსპერიმენტებს ყოველთვის ვუფრთხი. თმის მოკლედ შეჭრა ძალიან მინდა, მაგრამ გრძელი თმა ისე მიყვარს, ვერასდროს ვრისკავ. იყო პერიოდი, როცა თმის გადაპარსვაზეც ვფიქრობდი. ასეთი სურვილი მაშინ ჩნდება, როცა სულიერად ისე ვერ ხარ, როგორც უნდა იყო, მაგრამ, საბედნიეროდ, რთულმა პერიოდმა ისე გადაიარა, თმისთვის ხელი არ მიხლია.

  • გაპრანჭვა და მაკიაჟის კეთება 18 წლის ასაკში დავიწყე. გვიან აღვიქვი, რომ გოგო ვიყავი.

  • თამარი: მარიამს არაჩვეულებრივი სახის კანი აქვს. რეალურ ცხოვრებაში კიდევ უფრო ლამაზი ყოფილა. ვფიქრობ, მსუბუქი ჩრდილებიც ძალიან მოუხდება.

  • ძალიან თეთრი ფერის კანი მაქვს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ტონალურისა და ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე გავდივარ გარეთ. უბრალოდ, როგორც ყველა გოგოს, მეც ნაკლებად მომწონს ხოლმე საკუთარი თავი.

  • ყველაზე კომფორტულად თავს მსუბუქ მაკიაჟში ვგრძნობ. მეუბნებიან, რომ გრძელი წამწამები მაქვს, მაგრამ ტუში მაინც ძალიან მიყვარს. ზოგჯერ ტუჩსაცხსაც ვიყენებ.

  • თმა ხომ ძალიან მომწონს და მაკიაჟი კიდევ უფრო მომეწონა. თამარმა ახალი ხრიკები მასწავლა და მადლობა მას ამისთვის.

  • დასასრულს მარიამმა თავისი გეგმებიც გაგვიზიარა:
    - 23 აპრილს კონსერვატორიაში სოლო კონცერტს გავმართავ. ეს ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი საღამოა, განსაკუთრებულად ვემზადები და მხოლოდ მასზე ვარ ორიენტირებული. გარდა ამისა, ზაფხულში პარიზში გავემგზავრები, სადაც მოსმენა მაქვს. ყველაზე მნიშვნელოვან გეგმას კი ჯერ საიდუმლოდ შევინახავ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?