„მის საქართველო 2016“ „ცეკვავენ ვარსკვლავებისთვის“ ემზადება

სალონი

29 მარტი 14:00, 2016 წელი

„მის საქართველო 2016“ ნუკა ყარალაშვილი სალონის ხშირი სტუმარია, თუმცა ბევრი გოგოსგან განსხვავებით, არც სტილისტს და არც ვიზაჟისტს ბოლომდე არასდროს ენდობა. შეიძლება, ვარცხნილობაც და მაკიაჟიც ერთად შეარჩიონ, მაგრამ მუშაობის პროცესში გადაწყვეტილება შეიცვალოს. ასე მოხდა ესთეტიკურ ცენტრ „შაინში“ სტუმრობისას, თუმცა შედეგით ნუკაც, სტილისტი ალექსანდრე ფარბერიც და ვიზაჟისტი თამარ ქავთარაძეც კმაყოფილები დარჩნენ.

   

  • „სალონს, ძირითადად, თმის მოსაწესრიგებლად ვაკითხავ, თუმცა ვარცხნილობის გაკეთება დამოუკიდებლადაც შემიძლია. ვისწორებ ან ბუნებრივად ვიხვევ - გააჩნია, სად მივდივარ. ხვეული თმა მქონდა, თუმცა ვარცხნილობების ხშირი კეთებისგან, თმის სტრუქტურა შემეცვალა. ამიტომ ბუნებრივად არც სწორი თქმა მაქვს და არც ხვეული“, - გვითხრა ნუკამ ვარცხნილობის პროცესის დაწყებისას.

  • სტილისტის გემოვნებას ყოველთვის არ ვენდობი. „ჩოლკის“ შეჭრა რომ გადავწყვიტე, ჩემი სტილისტი არ მაჭრიდა, მაგრამ ბოლოს მაინც შევიჭერი. ჩემი პროფესიის გამო, ვარცხნილობას ხშირად ვერ ვიცვლი, თუმცა 15 წლის ასაკში გადაპარსულიც მქონდა თმა.

  • ალექსანდრე: ნუკას თმა სქელი ღერებისგან შედგება, რაც ძალიან მომწონს, მაგრამ „ჩოლკას“ ვერ მოვუწონებ, რადგან ისეთი ლამაზია, უმჯობესია, სახე მაქსიმალურად გამოაჩინოს. დღეს მას ბუნებრივად დავვარცხნი, - გადაწყვიტა ალექსანდრემ, თუმცა ნუკამ გადაწყვეტილება მალევე შეცვალა.

  • მირჩევნია თმა გავისწორო, - აღნიშნა ნუკამ, - სამწუხაროდ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის მიჭირს.

  • ნუკა: თქვენ თვითონაც ხედავთ, ალექსანდრემ როგორ არაჩვეულებრივად დამვარცხნა. რჩევა მომცა, რომ „ჩოლკა“ უნდა გავიზარდო და ვიზრდი კიდეც.

  • „ბუნებრივ მაკიაჟს ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ ძალიან მიყვარს „სმოკი-აის“. ახლა კი მსუბუქი მაკიაჟი მირჩევნია“, - აღნიშნა ნუკამ მაკიაჟის საწყის ეტაპზე.

  • თამარი: „აქცენტს ტუჩზე გავაკეთებ, რადგან თვალების ფერი და ფორმა ისეთი ლამაზი აქვს, ერთი შტრიხიც კი საკმარისი იქნება“.

  • ყველანაირი მაკიაჟის მორგება შემიძლია, თუმცა ვიზაჟისტებს ჩემს მოსაზრებებს ყოველთვის ვეუბნები. ტუჩზე აქცენტის გაკეთება ჩემი და თამარის ერთობლივი გადაწყვეტილებაა - ჩვენი გემოვნება დაემთხვა.

  • ნამდვილად კმაყოფილი ვარ. თამარმა ნატურალური მაკიაჟი გამიკეთა. ტუჩზე აქცენტს მაშინ ვაკეთებ, როცა თვალზე მხოლოდ ტუშს ვიყენებ, თუმცა ვიზაჟისტმა თვალზე ჩრდილებიც გამიკეთა, რაც ძალიან მომეწონა. მაკიაჟითაც და ვარცხნილობითაც კმაყოფილი ვარ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ესთეტიკურ ცენტრ „შაინში“ პროფესიონალები მუშაობენ, რისთვისაც მადლობა მათ და „ფანტაიმს“.

  • „ამჟამად მოდის კვირეულისთვის ვემზადები. მალე რეპეტიციებიც დაგვეწყება. გარდა ამისა, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის პიარი ვარ“, - აღნიშნა ნუკამ სტუმრობის დასასრულს. „მის საქართველო 2016“-ს მაყურებელი მალე „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალ სეზონზეც იხილავს, სადაც მისი მეწყვილე მოცეკვავე რეზიკო რობაქიძე იქნება. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?