მომღერალი თიკა ჯამბურია პრემიუმ კლასის ფრჩხილების სალონს Nail gallery-ს შვილთან, 6 წლის ნინა ხოფერიასთან ერთად ესტუმრა.
ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
თიკა: ფრჩხილების გაკეთება ბავშვობიდან, 12 წლიდან დავიწყე. ისეთ საოცრებებს ვიკეთებდი, მეგობრები დამცინოდნენ კიდეც. ბოლო პერიოდში კი უპირატესობას სისადავეს ვანიჭებ.
რუსა სირაძე, მანიკიურის სპეციალისტი: თიკას ძალიან ხარისხიანი და მოვლილი ფრჩხილები აქვს.
რუსა სირაძე, მანიკიურის სპეციალისტი: თიკას ფრჩხილებიდან შილაკის მოხსნა ძალიან გამიჭირდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უხარისხოდ ჰქონდა გაკეთებული.
თიკა: ამას მეც მივხვდი. როცა საქმე ფრჩხილის გაკეთებას ეხება, სალონში სტერილიზაციას და მანიკიურის სპეციალისტის მომსახურებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. Nail gallery-ში კი ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა.
თიკა: სალონში რომ მივდივარ, ნინა ყოველთვის მომყვება. ფრჩხილებსაც იკეთებს და თმასაც ივარცხნის ხოლმე. ისეთი პრანჭიაა, კოსმეტიკის ყველანაირი საშუალება გამიფუჭა! ძალიან უნდა მაკიაჟის გაკეთება ისწავლოს. თმის ბოლოებიც ჩემთან ერთად შეიღება.
თიკა: სილამაზის სალონში ფრჩხილის გასაკეთებლად თვეში ერთხელ დავდივარ. მეორე წელია, რაც შილაკით ვსარგებლობ, რადგან ჩემთვის კომფორტულია. ერთხელ ფრჩხილები გელით დავიგრძელე და ძალიან დამიზიანდა.
რუსა სირაძე, მანიკიურის სპეციალისტი: გელით დაგრძელებული ფრჩხილი იმ შემთხვევაში ფუჭდება, როცა მისი მოშორება მანიკიურის სპეციალისტის ჩარევის გარეშე ხდება. გარდა ამისა, გელის ხარისხსაც გააჩნია.
თიკა: ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემი ფრჩხილები კარგადაა დამუშავებული და ფორმაც მომწონს. მანიკიურის ფერიც ძალიან უცხოა, რაც რუჯსაც უხდება.
„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.