ცოტნე გეგეჭკორი: „როცა ვშორდები, ვფიქრობ, რომ არამზადა ვარ“

საქორწინო ანკეტა

16 ოქტომბერი 20:00, 2016 წელი

 „უხასიათო, ჯუჯღუნა და მოუცლელი საქმრო“ - საქორწინო ანკეტის კითხვარს ჟურნალისტი ცოტნე გეგეჭკორი პასუხობს.

სახელი: ცოტნე


გვარი: გეგეჭკორი


ასაკი: 25 წლის


ქალის მთავარი როლი ცხოვრებაში: გაბედნიერებდეს და აბედნიერებდე.


ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი ჩემს ცხოვრებაში... იქნება ადამიანი, რომელიც პატივს სცემს ჩემს სივრცეს და შექმნის ჩემს ცხოვრებაში თავის სივრცეს, რომელიც ჩვენთვის საერთო იქნება.


სიყვარული არის... მითი და სიტყვა კინოდან, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან... ან ის არის ემოციების ერთობლიობა, რომელიც საბოლოოდ დიდი ეიფორიის ილუზიას ქმნის, რომელიც დროთა განმავლობაში იფანტება.


როცა შეყვარებული ვარ... ეიფორიაში ვარ და ლექსებს ვწერ.


ჩემ გვერდით ვერასდროს წარმოვიდგენ ქალს, რომელსაც... ჰგონია, რომ მისი ადგილი სამზარეულოშია, შექმნილია იმისთვის, რომ მხოლოდ ქმარს ემსახუროს და სხვა ბედნიერებისთვის არ უნდა იბრძოლოს...


ქალი ყველაზე მომხიბვლელია მაშინ, როცა... მის გვერდით ძლიერი ადამიანია, როდესაც მან იცის, რომ დაცულია და მისი მომავალი უზრუნველია.


მეორე ნახევარი ნიშნავს... მოციმციმე გულს, რომლის რიტმიც შენსას ემთხვევა.


როგორი ქმარი ვიქნები... უხასიათო, ჯუჯღუნა, მოუცლელი და სულ იმაზე იქნება ჩხუბი, რატომ ვუთმობ ამდენ დროს ვარჯიშს...


დაოჯახებისთვის საუკეთესო ასაკია... 31 წელი. ჩემმა ძმამ ბენომ ამ ასაკში მოიყვანა ცოლი. თავის მეუღლესთან და 1 წლის დათუჩასთან ერთად ბედნიერია. ეს ზუსტად ის დროა, როცა ოჯახი უნდა შექმნა.


მინდა, ყველა ქალი იყოს... წარმატებული საკუთარ საქმეში და ოჯახშიც, შვილების აღზრდაში.


როცა პაემანზე მივდივარ... გული ისე მიცემს, თითქოს პირველად მივდივარ სკოლაში. ჰო, ჩვენც ვღელავთ, მარტო თქვენ, ქალებს, არ გიფრიალებთ გული.


როცა ვშორდები... ვფიქრობ, რომ არამზადა ვარ, მჯერა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და მჯერა, რომ ის ჩემზე ბედნიერი იქნება. ისე, რაც არ უნდა იყოს, მერე მაინც მენატრებიან.


საყვარელ ქალზე შეიძლება ვიეჭვიანო მაშინ, როცა... ის ვეღარ გაბედავს ჩემთვის თვალის გასწორებას.


ქალის ქცევა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს... წინასწარ დაგეგმოს მთელი თავისი ცხოვრება. 


ქალისა და კაცის უფლებები თანასწორია? აუცილებლად!


გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?