პლასტილინის დახმარებით გასაოცარი კომპოზიციების შექმნა შეგიძლიათ. როგორც კი თქვენი პატარა აღმოაჩენს, რომ ამ ჯადოსნური მასალით მისთვის ნაცნობი რაღაც იქმნება, მაგალითად, ხილი, ყვავილი, ცხოველი ან ზღაპრის გმირი, ეს მომენტი მას აუცილებლად გაახარებს და გაახალისებს. ასე რომ, დედიკოებო და მამიკოებო, შეუერთდით თქვენს პატარებს და ერთად შექმენით საინტერესო ნაკეთობები:
იმისთვის, რომ ბავშვს პლასტილინით მუშაობა გაუმარტივდეს, გაითვალისწინეთ:
- პლასტილინი კარგად შეათბეთ და ხელში დაამუშავეთ
- არ გამოიყენოთ პლასტილინის დიდი, მთლიანი ნატეხი. უმჯობესია პატარა ნატეხებით ისარგებლოთ
- იმუშავეთ სპეციალურ დაფაზე ან გადასაფარებელზე, რათა მაგიდის ზედაპირი არ დაისვაროს