რა აღაგზნებს ქალს ყველაზე სწრაფად? - მეცნიერების ახალი დასკვნა

საკნატუნო ამბები

26 ოქტომბერი 23:00, 2018 წელი

ამერიკელ მეცნიერთა კვლევა, რომელიც ჟურნალ „სექსუალურ და საოჯახო თერაპიაში“ გამოქვეყნდა, ერთგვარი გზამკვლევია ქალის ორგაზმისკენ...

მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა ქალის ორგაზმის არსებობა დაადგინეს, შეიძლება ითქვას, მოსვენება დაკარგეს, რადგან ეს მოვლენა იმდენად მრავალმხრივი და წარმოუდგენელია, რომ შესაძლოა, ნებისმიერ ჯანმრთელ მამაკაცში რეფლექსია გამოიწვიოს. როგორ ფიქრობთ, კარგ ორგაზმს განიცდის თქვენი პარტნიორი? და ორგაზმის ყველა სახეობა იცის? ან რა საჭიროა ორგაზმის ხანგრძლივობა?


კვლევა, რომელიც ამერიკულ ჟურნალ „სექსუალურ და საოჯახო თერაპიაში" გამოქვეყნდა, ქალის ორგაზმის კლასიფიკაციისა და ორგანიზების შესაძლებლობას იძლევა. ექსპერიმენტში 18-დან 94 წლის ასაკის 1055 ჰეტეროსექსუალი ქალი მონაწილეობდა. მათ სექსუალურ ქმედებასა და აღგზნებასთან დაკავშირებულ შეკითხვებს თამამად უპასუხეს.


მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ წარმოდგენა ვაგინალურ სექსზე ორგაზმის მისაღებად ძალიან გადაჭარბებულია. გამოკითხულთა მხოლოდ 18,4%-მა უპასუხა, რომ მათ არ სჭირდებათ დამატებითი სტიმულაცია.


ქალების 36% ორგაზმს კლიტორის სტიმულაციის შედეგად განიცდის.


და კიდევ, 42%-მა განაცხადა, რომ კლიტორის დამატებითი სტიმულაცია აძლიერებს სიამოვნების შეგრძნებას სექსის დროს, მაგრამ ცალკე, სექსის გარეშე სტიმულაციით, სამწუხაროდ, ორგაზმის „მანქანა" არ მუშაობს.


ამასთანავე, ქალების თითქმის 90%-მა უპასუხა, რომ ორგაზმის სხვადასხვა სახეობის დროს სხვადასხვა შეგრძნებას განიცდიან და ის, რომ „ო-ო-ო, რა მაგარია!“ სულაც არ ნიშნავს, რომ ამ დროს პროცესში აუცილებლად იქნება „აჰ-აჰ-აააჰჰ!“.


გამოკითხულთა მხოლოდ 10,8% მხოლოდ ერთი სახეობის ორგაზმს განიცდის და მხოლოდ ერთი და იმავე შეგრძნებით. 

ასევე, მეცნიერებმა 1067 ქალს და 987 კაცს აჩვენეს სხვადასხვა სექსუალური ქმედების გრძელი სია და მონაწილეებს სთხოვეს, შეეფასებინათ, ამ ჩამონათვალიდან რომელი იყო მათთვის ყველაზე მიმზიდველი. აი, როგორ გამოიყურება ლიდერების ხუთეული:


პირველი ადგილი - სექსი (69,9%) - აქ ციფრების წყობა აშკარად დამაფიქრებელია.


მეორე ადგილი - ჩახუტება (62,5%)


მესამე ადგილი - კოცნა სექსის დროს (49,2%)


მეოთხე ადგილი - აღმგზნები საუბარი სექსის დროს (46,7%)


მეხუთე ადგილი - მასაჟი (45,5%)


და კიდევ, ყურადღება! გამოკითხვაში მონაწილე ქალების უმეტესობამ აღიარა, რომ სრულყოფილი პრელუდია ორგაზმის მიღების შანსებს ძალიან ზრდის.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?