დღეში მართლა 2 ლიტრი წყალი უნდა დავლიოთ?

საკნატუნო ამბები

10 მაისი 09:00, 2018 წელი

სინამდვილეში რამდენი წყალი სჭირდება ორგანიზმს, ონკანის წყალი უნდა დავლიოთ თუ გაფილტრული, იგულისხმება თუ არა ამ დროს ყავა ან ჩაი? - მოდით, ამ ყველაფერში კარგად გავერკვეთ! 

მაშ ასე, რა უნდა ვიცოდეთ წყალზე:


რამდენი წყალი სჭირდება ორგანიზმს?
არსებობს ერთი ჭეშმარიტება - ორგანიზმს სჭირდება იმდენი წყალი, რამდენსაც კარგავს. ყველაფერი დამოკიდებულია ორგანიზმსა და სიტუაციაზე. მაგალითად, თუკი ჰაერის ტემპერატურა 16-18 გრადუსია და ფიზიკურად დატვირთული არ ხართ, თქვენი დღე-ღამეში დახარჯული სითხე ერთ კილოგრამზე, დაახლოებით, 40 მლ წყალს შეადგენს. გამოდის, თუკი 60 კილოგრამს იწონით, დღეში 2,4 ლიტრი წყალი უნდა მიიღოთ ნებისმიერი სახით. მაგრამ, რაც უფრო ცხელა, ჰაერის ტემპერატურა მშრალია და ფიზიკური დატვირთვაც მაღალი, მით უფრო მეტ სითხეს კარგავს ორგანიზმი. ზუსტი მაჩვენებელი უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამიტომ ამის ზუსტად დადგენა თითქმის შეუძლებელია და არც საჭირო არ არის. ჯანმრთელ ადამიანს წყურვილი მაშინ აწუხებს, როდესაც წყალი სჭირდება. ამიტომ საკმარისია დალიოთ წყალი მაშინ, როდესაც მოგინდებათ.


თუკი წყურვილის შეგრძნება არ მაქვს, დღეში რამდენიმე ლიტრი წყლის სპეციალურად დალევა საჭირო არ არის?
ჩვეულებრივ პირობებში ამის აუცილებლობა არ არის. წყალს თითქმის ყველა კერძი შეიცავს. ამას დამატებული სასმელები, რომლებსაც დღის მანძილზე იღებთ და სრულიად შესაძლებელია, დღის ბოლოს წყლის აუცილებელი რაოდენობა მიიღოთ. მთავარია, არ დააიგნოროთ წყურვილის შეგრძნება. მოგწყურდებათ თუ არა, დალიეთ თუნდაც ერთი ყლუპი წყალი.


რა იქნება, თუკი იმაზე ნაკლებ სითხეს მივიღებ, ვიდრე ჩემი ორგანიზმი კარგავს?
არსებობს საშიშროება, რომ დაღლილობა და თავბრუსხვევა იგრძნოთ. გაგიჭირდებათ კონკრეტულ დავალებაზე კონცენტრირება და განწყობაც გაგიფუჭდებათ - ეს ყველაფერი კი გაუწყლოების მიზეზია. რა თქმა უნდა, აქ საუბარია წყლის მცირე დისბალანსზე, წყლის დალევის რეჟიმის უმნიშვნელო დარღვევაზე. ხანგრძლივი გაუწყლოება ორგანიზმს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.


თუკი საჭირო რაოდენობაზე მეტ წყალს დავლევ?
საშიში არაფერი მოხდება და ორგანიზმი ზედმეტ სითხეს ჩვეულებრივ გამოდევნის. მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ზომიერება ყველაფერში საჭიროა. წყლის გადამეტებული დალევა ორგანიზმის გადამეტებულ დატვირთვას უდრის.


მინერალური წყალი თუ ჩვეულებრივი წყალი?
1 ლიტრი მინერალური წყალი გრამზე მეტ მინერალურ ნივთიერებას და კომპონენტებს შეიცავს, რასაც სამკურნალო დანიშნულება აქვს. მთავარია, ვიცოდეთ, რაში სჭირდება თქვენს ორგანიზმს მინერალური წყალი. ჩვეულებრივი ჰიდრატაციისთვის მინერალური წყლის მიღება დაუშვებელია. თუკი მინერალური წყლის გემო მოგწონთ, ყოველდღიური მიღებისთვის აირჩიეთ ისეთი, რომელიც მარილის რაოდენობის მხრივ ყველაზე ნეიტრალურია, რაც ბოთლის ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული.


და რაც შეეხება ონკანის წყალს?
ონკანიდან წამოსული წყალი სუფთა და უსაფრთხოა. რეგულირდება სანიტარიული ნორმებით, რასაც მუდმივ და მკაცრ მეთვალყურეობას უწევენ. ამიტომ შეგიძლიათ, თამამად მიიღოთ და თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც წყლის მილები იჟანგება. ეს შესაძლოა, ქსელში სარემონტო სამუშაოებმაც გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ ონკანს მარტივი ფილტრი მოარგოთ ან ნადგამი წყალი დალიოთ. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?