ძილის პოზა თქვენი სიყვარულის ხარისხზე მეტყველებს

საკნატუნო ამბები

24 იანვარი 19:00, 2018 წელი

ფსიქოლოგ ჟოაო ოლივეირას განცხადებით, სპეციალისტები ანალიზისთვის განთიადის პოზას ეყრდნობიან და არა იმას, რომელშიც წყვილი იძინებს.

  • 1. გადაჭდობილი ხელ-ფეხი“

    სპეციალისტების აზრით, ეს ურთიერთობებში შეუკავებელ ვნებაზე მიუთითებს. როგორც წესი, ამგვარად წყვილები ურთიერთობის დასაწყისში იძინებენ, როცა ისინი თავს ერთი მთლიანის ნაწილებად წარმოიდგენენ. თუმცა, ხშირად ამგვარ პოზაში ეჭვიან ადამიანებსაც სძინავთ.


  • 2. „კოვზი“

    თუკი ერთი პარტნიორი მეორეს უკნიდან ეხვევა, ეს ყურადღებასა და ზრუნვაზე მიუთითებს. ამგვარი წყვილი ერთად უსაფრთხოდ და უზრუნველად გრძნობს თავს. ამასთანავე, არ გაგიკვირდეთ, რომ მათ შორის დამოკიდებულება შესაძლოა, იდეალურიდან საკმაოდ შორსაც იყოს და ურთიერთობებში გარკვეულ გაუგებრობას ჰქონდეს ადგილი.


  • 3. „დომინირება“

    ამგვარი პოზა მეუღლეებს შორის სიყვარულსა და მიჩვევაზე მიუთითებს. როგორც წესი, წყვილს მშვენიერი სექსუალური ცხოვრება აქვს. ამასთანავე, ურთიერთობაში ერთ-ერთი პარტნიორი დომინირებს.


  • 4. „დაპყრობილი სივრცე“

    ამგვარი პოზა იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანი მეორე ნახევრის მიმართ სიყვარულის დემონსტრირებას არ ახდენს. ჩვეულებრივ საწოლის მეტი წილის „დაპყრობას“ ის ცდილობს, ვისაც თვითდამკვიდრება ესაჭიროება, მათ შორის ურთიერთობაშიც. ამასთანავე, თავსზემოთ აწეული ხელებით ჯიუტი ადამიანები იძინებენ, რომლებსაც ურთიერთობაში ლიდერობაზე აქვთ პრეტენზია და ყველაფრის გაკონტროლება სურთ.


  • 5. „შენც ნახევარი და მეც ნახევარი“

    ამ პოზას მოსიყვარულე ადამიანები ამჯობინებენ, მაგრამ მათ ურთიერთობას ყურადღების მიქცევა მაინც ესაჭიროება. მას, რომელსაც ზურგზე სძინავს, პარტნიორის დანახვის მოთხოვნილება არ აქვს, მუცელზე მწოლიარე კი ჯიუტი და ოდნავ ჩაკეტილია. ამასთანავე, გადახლართული ფეხები იმაზე მიუთითებს, რომ წყვილს ერთმანეთის მიმართ ვალდებულება აქვს.


  • 6. „გაშლილი ხელის მანძილზე“

    „სპონტანური ურთიერთობა“ - ასეთია ამგვარ პოზაზე სპეციალისტების აზრი. პარტნიორები ერთმანეთის პირად სივრცეს პატივს სცემენ. მათ, როგორც წესი, ცალ-ცალკე სამეგობრო ჰყავთ, წვეულებებზეც ცალ-ცალკე დადიან, მაგრამ ამავე დროს ერთმანეთს ძლიერ ენდობიან. გაშლილი ხელი პარტნიორის დაცვისთვის მზადებაზე მიუთითებს, ხოლო ლოყის ქვეშ ამოდებული ხელისგული ადამიანის სიმშვიდესა და კომფორტზე მეტყველებს. თუკი პარტნიორებს კონფლიქტი აქვთ, მაშინ ასეთი პოზა შერიგების სურვილს ნიშნავს.


  • 7. „არ წახვიდე, დარჩი ჩემთან“

    როგორც წესი, ეს წყვილი თავისუფლებისკენ ილტვის, მაგრამ ხელი მხარზე სიყვარულის გამოხატვაა. ვინც ამ პოზაშია, მას სჭირდება პარტნიორის შეგრძნება. როგორც ჩანს, მას ეს შეგრძნება აკლია. ადამიანი, რომელიც ამგვარ პოზაში პარტნიორისკენ ზურგით წევს, მაღალი თვითშეფასების მქონეა.


  •  8. „ზურგი ზურგზე“

    წყვილი ცდილობს,  პირადი სივრცე შეინარჩუნოს და ამასთანავე, კონტაქტი არ დაკარგოს. ეს პოზა სტაბილურ და ჯანსაღ ურთიერთობაზე მიგვანიშნებს. ამგვარად მძინარე ადამიანებისთვის პარტნიორის გვერდით ყოფნა კომფორტის აუცილებელი ატრიბუტია.


  • 9. „შენ შორსა ხარ ჩემგან“

    ამგვარი პოზა უკვე სიგნალია - წყვილის ურთიერთობაში რაღაც რიგზე არაა. სხეულებს შორის კონტაქტის არარსებობა და მათი ერთმანეთისგან დაშორება იმაზე მიუთითებს, რომ მათ მეტი პირადი თავისუფლება სურთ, ანდა ერთმანეთში კონკურენტს ხედავენ. თუკი სხეული დაძაბულია, ხელები „ჩაკეტილი“, შესაბამისად, წყვილმა ახლახან იჩხუბა და შერიგებაზე ჯერ არც ფიქრობენ. მოშვებული სხეული, ურთიერთნდობაზე მიუთითებს.


  •  10. „გიყურებ, როგორც სარკეში“

    ამგვარ პოზაში მძინარე წყვილს შესანიშნავი ურთიერთობით შეუძლია იამაყოს. რუტინა და ყოველდღიური პრობლემები მათ ურთიერთობას ვერაფერს აკლებს. ამგვარ პოზაში მძინარე ადამიანებს აქტიური სექსუალური ცხოვრება აქვთ. ამასთანავე, ისინი საუკეთესო მეგობრებიც არიან.


წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?