როგორ უმასპინძლდებიან შობაზე სტუმარს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (21 ფოტო)

საკნატუნო ამბები

7 იანვარი 09:00, 2018 წელი

შობის დღესასწაულს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში განსაკუთრებით ელოდებიან და აღნიშნავენ. მოდით, ერთად ვნახოთ, სად რა დაგხვდებათ სტუმრად მისულს... 

  • ტრადიციული გერმანული გამასპინძლება საშობაოდ გლინტვეინითა და ნამცხვარი შტოლენით ხდება. გერმანიაში შტოლენი ახალშობილი ქრისტეს სიმბოლოდ მიიჩნევა.

  • ბულგარელების უმეტესობა შობამდე შიმშილობს, ხოლო დღესასწაულისთვის ფარშირებულ ბოსტნეულს, წვნიანსა და ნამცხვრებს ამზადებს.

  • ფიჯიში საშობაოდ ტრადიციულ კერძს ამზადებენ. ეს არის ბანანის ფოთლებში გახვეული თევზი, ფარშირებული ქათამი და გამომცხვარი ღორის ხორცი. მას მიწაში აცხობენ: თხრიან დიდი ორმოს, აწყობენ მასში დიდ ქვებს და ანთებენ ცეცხლს. ამ პროცესს „ლოვო“ ეწოდება. 

  • გაერთიანებულ სამეფოში საშობაო სუფრას ლეღვის პუდინგი ამშვენებს, რომელსაც ზედ ასხამენ კონიაკს და ცეცხლს უკიდებენ.

  • იტალიაში საშობაო სუფრას ზღვის პროდუქტებით ამდიდრებენ, თუმცა, მაკარონი არც დღესასწაულზე ავიწყდებათ და ამ დღეს ერთი კერძი აუცილებლად მზადდება მაკარონითა და მოლუსკებით. 

  • ფრანგებიც ზღვის პროდუქტებს ანიჭებენ უპირატესობას საშობაოდ. ამზადებენ ლობსტერებს, ხამანწკებსა და ფუა-გრას.

  • შვედების ტრადიციული საშობაო კერძი ბრინჯის პუდინგია. ერთ-ერთ ულუფაში მალავენ ნუშს და ვინც „იპოვის“, მას მთელი წელი წარმატებული ექნება.

  • კოსტა-რიკის მაცხოვრებლები საშობაოდ სტუმრებს ტამალესით უმასპინძლდებიან, რომელსაც ღორის ხორცითა და სიმინდით ამზადებენ. მისი რეცეპტი თაობიდან თაობებს გადაეცემა.

  • ეთიოპიაში მიირთმევენ „დოტო ვატს“. ეს არის შემწვარი ქათამი, რომელსაც თხელ ბლინებზე აწყობენ. ამ კერძის საჭმელად დანა-ჩანგალი არ გჭირდებათ. ის აუცილებლად ხელით უნდა მიირთვათ.

  •  სამხრეთ აფრიკაში ახალი წელი ზაფხულში დგება. ადგილობრივები აფრიკულ გრილზე ამზადებენ ინდაურს ან ღორის ხორცს.

  • ავსტრალიაში დეკემბერში ზაფხულია და ავსტრალიელები საშობაო ბარბექიუს მართავენ. ამზადებენ ინდაურს, ცხვრის ხორცს ან მიდიებს.

  • განას მოსახლეობა საშობაოდ სიმინდის ფაფას მიირთმევს, რომელსაც სხვადასხვა ხილის პიურეთი ამდიდრებენ. მას „ფუფუ“ ეწოდება.

  • ის, ვინც შობას ანტარქტიდაზე შეხვდება, დღესასწაულს გემის ბორტზე აღნიშნავს. ასე რომ, საშობაოდ მიირთმევენ ხორცს, კონსერვებსა და გაყინულ ბოსტნეულს.

  • ქრისტიანი ეგვიპტელები შობამდე სამი დღით ადრე მკაცრ მარხვაზე არიან. სადღესასწაულოდ ამზადებენ კუშარის მაკარონით, ბრინჯით, ოსპით, ტომატის სოუსითა და ძმრით. 

  • ინდოეთში საშობაოდ ამზადებენ ბირიანის ან კარის. კერძი შედგება ბრინჯისა და სუნელებისგან, რომელსაც ამატებენ ხორცს, თევზს, კვერცხს ან ბოსტნეულს. დესერტად კი მიირთმევენ ტკბილ რძიან პუდინგს.

  • ფილიპინის მოსახლეობა საშობაოდ ამზადებს შემწვარ გოჭს, რომელსაც პირში ყვითელი ყველის ბურთულები აქვს ჩალაგებული.

  • ისლანდიაში საშობაო ვახშამი იწყება საღამოს 6 საათზე და ხორციანი კერძების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მათ შორის ამზადებენ ირმის ხორცს.

  • არგენტინაში საშობაო კერძს ეწოდება ვიტელ ტონე. მას ამზადებენ ხბოს ხორცით თინუსის სოუსში. ასევე, საშობაო სუფრას ამშვენებს ინდაური, ღორის ხორცი და პური. 

  • ფინეთში საშობაოდ შვედურ მაგიდას აწყობენ, რომელზეც ალაგებენ ლორს, პურს, თევზს, სხვადასხვა ტკბილეულსა და ბოსტნეულს, ასევე, თბილ ღვინოს სანელებლებით.

  • აშშ-ის მოსახლეობის უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს „ეგგ-ნოგგს“ ან გოგლი-მოგლის, რომელიც ათქვეფილი კვერცხით, შაქრითა და ღვინით მზადდება.

  • გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, მაგრამ შობის ღამეს იაპონელები KFC-ში მიდიან და მიირთმევენ ხრამუნა ქათამს გარნირით. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?