მერილინ მონროს იშვიათი ფოტოები - სანამ ცნობილი გახდებოდა (35 ფოტო)

საკნატუნო ამბები

6 ივნისი 19:00, 2017 წელი

მე-20 საუკუნის სექსსიმბოლო 1-ელ ივნისს 91 წლის გახდებოდა. ვიდრე ქერა თმით, წითელი ტუჩსაცხითა და ვნებიანი ფორმებით მსოფლიოს დაიპყრობდა, მონრომ, იმავე ნორმა ჯინ მორტენსონმა, მძიმე ცხოვრება გაიარა... 

ნორმა ჯინ მორტენსონს ძალიან რთული ბავშვობა ჰქონდა.
დაიბადა 1926 წლის 1-ელ ივნისს, დილის 9:30 საათზე. დედა გლედის ბეიკერი სტუდია RKO Pictures-ში კინომონტაჟორად მუშაობდა. მამა ვინ იყო, დედამისმა ზუსტად არ იცოდა, თუმცა მარტოხელა დედის სტატუსი რომ აერიდებინა, პატარას თავისი ერთ-ერთი საყვარლის - ედუარდ მორტენსონის გვარი მისცა, რომელსაც გოგონას დაბადებამდე 1 წლით ადრე დაშორდა. 

ეკონომიკური გაჭირვების გამო დედამ თვეების ნორმა გააშვილა. მიმღებ ოჯახში გოგონა 7 წლამდე იზრდებოდა. ამ ასაკში დედამ თავისთან წამოიყვანა, მაგრამ მალე გლედისი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შემდეგ ნორმა ხან მიმღებ ოჯახებში ცხოვრობდა, ხან მიუსაფართა თავშესაფრებში. 

16 წლის ნორმამ ჯეიმს დოგერტი გაიცნო და ცოლად გაჰყვა, რათა თავშესაფარში ცხოვრებას არიდებოდა.
ქორწინებიდან ერთ წელიწადში დოგერტიმ სავაჭრო ფლოტში დაიწყო მსახურობა, ნორმა კი Radioplane Co.-ს საავიაციო ქარხანაში მუშად მოეწყო.
1945 წლის ივნისში ქარხანაში მივიდა ამერიკელი ფოტოგრაფი დევიდ კონოვერი, რომელსაც თავისი ხელმძღვანელის როლანდ რეიგანისგან (მომავალში აშშ-ს პრეზიდენტი) მიღებული ჰქონდა დავალება, გადაეღო პროპაგანდისტული ფოტოები თემაზე „ქალები სამხედრო ქარხნებში“.

ამ შეხვედრის შემდეგ კონოვერმა შესთავაზა ნორმას, საათში 5 დოლარად ეპოზიორა.
ნორმამ ქარხანა მიატოვა და ლოს-ანჯელესში, სამოდელო სააგენტო Blue Book-ში მოეწყო. საბოლოოდ, მან Twentieth Century Fox-ისა და Columbia Picture-ის ფილმების კონტრაქტები მოიპოვა. 


მონრო 1950-იანი და ახლო 1960-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოვარსკვლავი გახდა და ცნობილი იყო თავისი კომედიური როლებით. კარიერის შედარებით გვიან „საფეხურებზე“ სერიოზულ როლებზეც მუშაობდა.
ბევრი მსახიობი და რეჟისორი (მათ შორის ცნობილი ლოურენს ოლივიე) აღნიშნავდა, რომ მისი, როგორც დრამატული მსახიობის ტალანტი, უდავოა. თუმცა ამით არაფერი იცვლება. მაყურებლისთვის ის რჩება საყვარელ, ლამაზ გოგონად ჯაზის ორკესტრიდან, მილიონერზე გათხოვებას რომ ნატრობს, მაგრამ ბედნიერებას მასავით ღატაკ, მაგრამ მომხიბვლელ მუსიკოსთან პოულობს.

სამწუხაროა, მაგრამ მაშინ, როცა მსახიობი მერილინ მონრო „დაიბადა“, ქალს, რომელიც ამ სახელსა და გვარს ატარებდა, სულ ცოტა ხნის სიცოცხლეღა დარჩენოდა. მოახლოებულ სიბერეზე აკვიატებულმა ფიქრმა, არტურ მილერთან გაყრამ, საქმით დაუკმაყოფილებლობამ და ა. შ. მსახიობი – დეპრესიამდე, შედეგად კი ალკოჰოლამდე, ნარკოტიკებამდე და აბებამდე მიიყვანა.

1962 წლის 5 აგვისტოს დილას მდიდრულ აგარაკზე პოლიციამ მერილინის ცხედარი აღმოაჩინა.


მერილინის ნაადრევი სიკვდილი მიჩნეული იყო, როგორც შესაძლო თვითმკვლელობა, თუმცა უამრავ პიროვნებას, ჯეკ კლემონსის (პოლიციის ოფიცერი, რომელიც ყველაზე პირველი მივიდა მერილინის გარდაცვალების ადგილზე) ჩათვლით, სჯეროდათ, რომ მონრო მოკლეს.


ამ ტრაგედიის მთელი სიღრმე რომ იგრძნო, ალბათ, წარსულში უნდა დაბრუნდე; იმ დროში, როცა ნორმა ჯინი ცხოვრების პირველ, საკმაოდ სასტიკ გაკვეთილებს იღებდა...


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?