დღის დედოფალია 21 წლის მარიამ მახაჭაძე.
სიძე 24 წლის დავით ბერიძე.
ყველაფერი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრიდან დაიწყო. მარიამი და დავითი ერთი ეკლესიის მრევლი იყვნენ. აღდგომის დღესასწაულის შესახვედრად ემზადებოდნენ, ტაძარს ალაგებდნენ და სწორედ მაშინ გაიცნეს ერთმანეთი. ერთ სკოლაში სწავლობდნენ, საერთო მეგობარიც ბევრი ჰყავდათ და ამ ფაქტმა კიდევ უფრო დააახლოვა ერთმანეთს.
გაცნობიდან უკვე 8 წელი გავიდა. ერთმანეთი თავიდანვე მოეწონათ, წლებთან ერთად კი სიმპათია სიყვარულში გადაიზარდა.
სიყვარულში 2 წლის წინათ გამოუტყდნენ ერთმანეთს. დათო სამსახურიდან ბრუნდებოდა, გვიანი იყო. დაურეკა მარიამს და რაოდენიმე წუთით შეხვედრა სთხოვა. უთხრა, რომ ამაზე შესაფერის დროს ვეღარ იპოვიდა და... სიყვარული აუხსნა.
მარიამი, რომელიც მაშინ უკვე შეყვარებული იყო, ამ სიტყვებმა ძალიან გააბედნიერა.