ერთი სული ორ სხეულში

ქორწილი

29 ივლისი 20:00, 2017 წელი

ისე მარტივად შეეწყვნენ ერთმანეთს, რომ დაუჯერებლად ეჩვენებოდათ, ერთმანეთს 3000 კმ თუ აშორებდათ... 

დღის დედოფალია 25 წლის თეონა მოსიძე, პროფესიით ექიმი.
სიძე - 28 წლის დავით მიქელაძე, ეკონომისტი.


2014 წლის 27 ოქტომბერი იყო, თეონას დაბადების დღე, თუმცა დილა არაფრით იყო გამორჩეული. იუბილარს გულს მხოლოდ ის უხარებდა, რომ მეორე დღეს საქართველოში ბრუნდებოდა. უცებ მობილურზე ზარი გაისმა. კურიერმა აცნობა, რომ ამანათი გამოუგზავნეს და მალე მიუტანდა მისთვის სასურველ მისამართზე.
კურიერის მოლოდინში თეონას უამრავი კითხვა უტრიალებდა თავში, აზრები ერთმანეთში აერია. მალე კარზე დააკაკუნეს და კურიერმა 101 წითელი ვარდის ულამაზესი თაიგული გაუწოდა - საჩუქარი „მისტერ X“-გან!


იმ საღამოს სმს შეტყობინებაც მიიღო: „თაიგული მოგეწონა?“
ასე დაიწყო თეონასა და დათოს ურთიერთობა.


ისე ადვილად შეეწყვნენ ერთმანეთს, დაუჯერებლად ეჩვენებოდა თეონას, რომ ამ ადამიანს 3000 კმ აშორებდა. მიმოწერით გრძელდებოდა ურთიერთობა 2015 წლის 31 იანვრამდე, როცა თეონამ დათოსგან თვითმფრინავიდან გამოგზავნილი სელფი მიიღო წარწერით: „მოვდივარ“.


დააბნია თეონა მოულოდნელმა სიურპრიზმა. მალე კარის ზარის ხმაც გაისმა და ისინი ერთმანეთს შეხვდნენ!


იაროსლავლში დათო 3 დღით დარჩა. ამ სამმა დღემ კი ერთ გაელვებასავით გაიარა. ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, თითქოს მთელი ცხოვრება ძალიან ახლობლები იყვნენ. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც ამბობენ, ორ სხეულში ერთი სულიაო.


განშორება ძალიან სევდიანი იყო. დათომ ერთმანეთზე გადაბმული გულებიანი ყელსაბამი აჩუქა და უთხრა, რომ თავის გულს მას უტოვებდა. მას შემდეგ რამდენჯერმე ჩააკითხა. როგორც ყოველთვის, გაუფრთხილებლად ჩადიოდა და სასიამოვნოდ აოცებდა საყვარელ გოგოს სიურპრიზებით.


ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს კი დათომ მკაცრად გადაწყვიტა, რომ უნდა დაქორწინებულიყვნენ და ქორწილიც გადაიხადეს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?