დღის დედოფალია 22 წლის ნინი ჯაოშვილი.
სიძე - 24 წლის გიორგი ხუციშვილი.
ერთმანეთი ნინის საუკეთესო მეგობრის სახლში გაიცნეს. იმ ღამეს ბედობა იყო და სამეგობრო, ტრადიციულად, ერთად შეიკრიბა.
ნინისა და გიორგის გრძნობები მეგობრებს არ გამოჰპარვიათ, ამიტომ ხელს უწყობდნენ, რათა უფრო ხშირად შეხვედროდნენ ერთმანეთს.
როგორც ხშირად ხდება, თავიდან ინიციატივას არცერთი არ იჩენდა და, უბრალოდ, მეგობრობდნენ.
გაცნობიდან, სულ რაღაც, ერთი თვე იყო გასული, როცა ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ. ორივე კარგად ხვდებოდა, რომ ბედობის ღამეს მათ შორის გაჩენილი გრძნობა მეგობრობაზე გაცილებით მეტი იყო, რომლის დამალვასაც აზრი არ ჰქონდა.