დღის დედოფალია 22 წლის ბაია ვაშაყმაძე.
სიძე - 26 წლის გიორგი ფანქველაშვილი.
ერთმანეთი, დაახლოებით, 6 წლის წინათ მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს. ამ დღის შემდეგ გიორგი სრულიად მოულოდნელად ჩნდებოდა იქ, სადაც ბაია იყო და მიიქცია კიდეც მისი ყურადღება, თუმცა არცკი უფიქრია, რომ ეს შეიძლებოდა, რამე სერიოზული ყოფილიყო.
მალევე მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.
ბაია „ერისიონის“ ყოფილი მოცეკვავეა. ერთხელ თურქეთში გასტროლებზე მოუწია წასვლა. იქ აქტიურად სწერდა გიორგი. როდესაც ანსამბლი თურქეთიდან დაბრუნდა, ბაიას საზღვარზე სრულიად მოულოდნელად გიორგი დახვდა.
შეყვარებულების ამპლუაში 5 წელი გაატარეს. დაოჯახებაზე ფიქრი კი სერიოზულად მაშინ დაიწყეს, როცა გიორგიმ ბათუმში, შუა ზღვაში, ხელი სთხოვა ბაიას.