„ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ დაბადებულნი“

ქორწილი

13 მაისი 20:00, 2017 წელი

„ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ, საუბედუროდ, იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდვილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ - სხვის ნახევარს...“

დღის დედოფალია 26 წლის მარიამ ყარაულაშვილი. 
სიძე - 26 წლის ავთანდილ მარკოზაშვილი. 


მარიამს 13 წელი რომ შეუსრულდა, საცხოვრებელი ადგილისა და, შესაბამისად, სკოლის შეცვლაც მოუწია. ახალ სკოლაში ახალი მეგობრები შეიძინა და ავთოც ასე გაიცნო. კლასელები იყვნენ. ერთი წელი ერთად ისწავლეს. შემდეგ მარიამის ოჯახმა ისევ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი... იმ დროს საქართველოში სოციალური ქსელით ასე მასშტაბურად არ სარგებლობდნენ, ამიტომ მარიამი და ავთო ერთმანეთს ვეღარ ეკონტაქტებოდნენ. მარიამს იმ სკოლის ყველა მეგობართან გაუწყდა კავშირი. 


4 წელი გავიდა. მარიამი სკვერში მეგობრებთან ერთად სეირნობდა, როცა ნაცნობ ადამიანს მოჰკრა თვალი. საკმაო მანძილი აშორებდათ, ბიჭი ზურგით იჯდა. მარიამმა გადაწყვიტა, წინ ჩაევლო - იფიქრა, თუ ავთო იქნებოდა, გამოელაპარაკებოდა, თუ არადა თავის მეგობრებთან დაბრუნდებოდა. 
იმ დღეს ერთმანეთის ნახვა ძალიან გაუხარდათ. რა თქმა უნდა, ნომრები გაცვალეს და მას შემდეგ ერთად მოდიან. 


იყო რაღაც დაბრკოლებები ურთიერთობაში, ალბათ, ასაკის მიზეზით. პატარები იყვნენ და სამი წლის მანძილზე მეგობრობდნენ, მაგრამ, საბოლოოდ, მიხვდნენ, რომ უერთმანეთოდ სუნთქვა არ შეეძლოთ. „მას 8 კლასიდან ვუყვარვარ, მე კი მგონია, რომ მთელი ცხოვრებაა, მიყვარს. როგორ მეორე ნახევარზეც ვოცნებობდი, ზუსტად ისეთია", - ამბობს მარიამი. 


„ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ, საუბედუროდ, იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდვილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ - სხვის ნახევარს. ორივეს ცხოვრება დაღლილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ხანჯლით შუაში გაჩეხილი არიან ადამიანები და სხვა სხვის ნახევარს სახელდახელოდ, ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავის ნახევარს დასტოლებია...“ - ოტია იოსელიანის ამ სიტყვებს იხსენებენ და ფიქრობენ, რომ ავთო მარიამისთვის დაიბადა და მარიამი - ავთოსთვის.


მარიამი დარწმუნებულია, რომ იმ ათასიდან ერთია, ვისაც გაუმართლა და ნამდვილად თავის მეორე თუ პირველ ნახევარს დაუტოლდა. ის ავთოს თავის პირველ ნახევარს ეძახის. „ჩვენ, მე და ავთო, ერთმანეთისთვის ვართ დაბადებულნი“.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?