დღის დედოფალია ლიკა წიფურია, ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი.
სიძე - ჯეკო ჭკუასელი, ეკონომიკური სისტემების მართვისა და კომპიუტერული ავტომატიზაციის სპეციალისტი.
10 წელია, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონში“ ცეკვავს ლიკა. სწორედ აქ შეხვდა თავისი ცხოვრების თანამგზავრს, ბატონი ჯემალის შვილიშვილს, უმცროს ჯემალ ჭკუასელს.
ანსამბლის მოცეკვავეები ბატონ ჯემალთან გურიაში იყვნენ სტუმრად და ლიკამ და ჯეკომ იქ სრულიად შემთხვევით გაიცნეს ერთმანეთი. სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო... ასეც მოხდა.
მათმა გრძნობამ წლების მანძილზე ბევრი გამოცდა გაიარა, გაცნობიდან 8 წლის შემდეგ კი ბრეთის დედათა მონასტერში ჰქონდათ დაწინდვა, ჯვრისწერა კი - სვეტიცხოვლის ტაძარში.
გრძნობა, რომელიც ერთმანეთის გაცნობისთანავე გაჩნდა, ყოველდღიურად უფრო და უფრო ძლიერდებოდა, ქორწინების შემდეგ კი ორივე დარწმუნდა, რომ სწორი არჩევანი გააკეთეს - დღეს ისინი ცოლ-ქმარი არიან და კიდევ უფრო შეყვარებულები ერთმანეთზე.