დღის დედოფალია 26 წლის თათია კაციტაძე, საფინანსო და სადაზღვევო საქმის სპეციალისტი.
სიძე - 32 წლის ირაკლი მჭედლიძე, ინჟინერი.
„ერთი ნახვით შეყვარების გჯერა?“ - ამ კითხვით დაიწყო თათიასა და ირაკლის ურთიერთობა მეგობრის ქორწილში.
კითხვაზე პასუხის გაცემა ერთულა გოგოს, თუმცა მაინც უპასუხა: „მჯერა!“.
ურთიერთობის ინიციატორი ირაკლი იყო. ხშირად წერდა თათიას და საბოლოოდ შეხვედრაზეც დაითანხმა. პირველი შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ერთმანეთი ისევ უნდა ენახათ და ასე ხდებოდა ყოველი შეხვედრის შემდეგ.
ბიჭი გრძნობებში პირველივე დღეს გამოუტყდა, გოგოს კი ერთი წელი დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ეს ნამდვილად არ იყო დროებითი გატაცება. შეყვარებულების ამპლუაში ერთი წელი გაატარეს. დაოჯახებაზე ფიქრი რამდენიმე თვის წინ დაიწყეს და ქორწილში ზღაპრული დღესასწაულიც მოიწყვეს.