დღის დედოფალია 23 წლის თეო ხუროშვილი.
სიძე - 26 წლის თემო თეიმურაზოვი.
ერთმანეთი ბუღალტერიის შემსწავლელ კურსებზე გაიცნეს.
თეოს კოლეჯში მისვლა დაუგეგმავად მოხდა და ჯგუფს ერთი კვირის დაგვიანებით შეუერთდა.
ბიჭი დანახვისთანავე მოიხიბლა გოგოთი. გამბედაობა მოიკრიბა, ძალიან მალევე გაცნობის ინიციატივა გამოიჩინა და თავისი სიმპათიები აგრძნობინა...
თემოს დიდხანს არ უწვალია, სულ რამდენიმე თვე დასჭირდა თეოს სიყვარულის მოსაპოვებლად.
გაცნობიდან 2 წლის შემდეგ თეოს დაბადების დღეზე ნიშნობა ჰქონდათ. ნიშნობიდან 1 წლის შემდეგ კი საოცნებო ქორწილი გადაიხადეს.