ქართულ-რუსული სიყვარულის თავგადასავალი

ქორწილი

26 თებერვალი 22:00, 2017 წელი

რუსეთში წლების წინათ გადახვეწილები ქართულ სიყვარულს ელოდებოდნენ. ბიჭმა ყოველგვარი შესავლის გარეშე, თამამად შეუტია გოგოს და სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ მისწერა: „გამარჯობა, მე ირაკლი მქვია, მოდი, ერთად ვივახშმოთ“... 

დღის დედოფალია 26 წლის თაკო ადამია, ექიმი ორთოდონტი.
სიძე - 30 წლის ირაკლი ქვაცაბაია, ნავთობმენეჯერი.


ორივე მოსკოვში ცხოვრობს. ირაკლი 20 წელია, თაკო - 10.
რუსეთში წლების წინათ გადახვეწილები ქართულ სიყვარულს ელოდებოდნენ. ბიჭმა ყოველგვარი შესავლის გარეშე თამამად შეუტია გოგოს და სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ მისწერა: „გამარჯობა, მე ირაკლი მქვია, მოდი, ერთად ვივახშმოთ“. თაკოს ღიმილი მოჰგვარა მისმა სითამამემ და უპასუხა.


პირველი შეხვედრისას ნამდვილი გამოცდა მოუწყო თაკომ:
დათქვეს, რომ დღის გარკვეულ მონაკვეთში მოსკოვის ნებისმიერ Starbucks-ში შემთხვევით შეხვედროდნენ ერთმანეთს. ვერ გამოიცნო ირაკლიმ, სად ელოდა თაკო, თუმცა გული არ გაიტეხა და ყავა და ყვავილები სამსახურში გაუგზავნა.
ამას უამრავი სიურპრიზი მოჰყვა.


პირველი შეხვედრიდან ერთ თვეში სიყვარულში გამოუტყდნენ ერთმანეთს. ორი თვის შემდეგ კი, 14 თებერვალს, ბიჭმა ყველაზე რომანტიკული სიურპრიზი ჩაიფიქრა: თაკო მის საყვარელ პარიზში უნდა წაეყვანა და იქ საუზმეზე ხელი ეთხოვა, მაგრამ თაკო ჩანაფიქრს მიუხვდა და არაფრით გაჰყვა.


მეორე მცდელობა საჰაერო ბუშტზე ჰქონდა, მარტში, ესეც თაკოს დიდი ხნის ოცნება იყო, თუმცა ბიჭს გეგმა გოგომ ამჯერადაც ჩაუშალა.

აპრილში, როგორც იქნა, მოახერხა ირაკლიმ ხელის თხოვნა და თაკოც დასთანხმდა, თუმცა...


ამის შემდეგ, სხვა ბედნიერი გოგოებისგან განსხვავებით, თითქმის ერთი კვირა არ ელაპარაკებოდა ირაკლის, ძალიან დაფრთხა და ცივი გახდა. ირაკლიმ ლამის ინანა თავისი ნაბიჯი. თუმცა, თაკო მალევე დამშვიდდა და გაიაზრა, ეს სწორედ ის ნაბიჯი იყო, რომელიც თავის ერთადერთ სიყვარულთან სამუდამოდ დააკავშირებდა.


ძალიან მალე მცხეთაში ულამაზესი რუსულ-ქართული ქორწილი გადაიხადეს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?