დღის დედოფალია 26 წლის თამარ თევზაძე, ინფორმაციული სისტემების სპეციალისტი.
სიძე - 34 წლის გიორგი ნინიძე, ფოტოგრაფი და ეკონომისტ-ინფორმატიკოსი.
ერთმანეთი, დაახლოებით, 4 წლის წინათ, ორი ორგანიზაციის ერთობლივ ექსკურსიაზე გაიცნეს. სიმპათიები გაცნობისთანავე გაუჩნდათ. ურთიერთობის გაგრძელების მიზნით გიორგიმ თამარს ექსკურსიაზე პროფესიონალური ფოტოები გადაუღო, რამდენიმე დღეში კი, ფოტოებით აღფრთოვანებულ თამარს, პერსონალური ფოტოსესიაც შესთავაზა.
მათი ურთიერთობა გაგრძელდა. გაცნობიდან შვიდი თვის შემდეგ ერთმანეთს გრძნობები გაუმჟღავნეს და 2 წელი შეყვარებულების ამპლუაში გაატარეს. ორწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა კი ლამაზი ქორწილით დაგვირგვინდა.