ქართულ-ჩეხური სიყვარულის ამბავი

ქორწილი

29 იანვარი 22:00, 2017 წელი

გახსოვთ ჩეხური ფილმი-ზღაპარი „სამი კაკალი კონკიასათვის“? სწორედ იმ ლამაზი ფილმის სიუჟეტს ჰგავს ელენესა და მიქაელის სიყვარულის ამბავი.

დღის დედოფალია 27 წლის ელენე უფლისაშვილი-რუკავიჩკოვა, ეკონომისტი.
სიძე - 32 წლის მიქაელ რუკავიჩკა, პროფესიით ექიმი-ფიზიოთერაპევტი.


მათი სიყვარულის ისტორია ლამაზი ფილმის სიუჟეტს ჰგავს.


ერთმანეთი შარდენის ერთ-ერთ ბარში გაიცნეს. იმ დღეს იქ მისვლა არც ერთის გეგმებში არ შედიოდა, თუმცა ბოლო წუთს გადაიფიქრეს და...


მიქაელი ჩეხია. ჩეხეთში მიხალს ეძახიან, საქართველოში მიშა დაარქვეს. თბილისში 2012 წელს ჩამოვიდა, თბილისის „დინამოს“ ფიზიოთერაპევტად სამუშაოდ. არც კი იცოდა, რა ქვეყანაში მოდიოდა, მშობლებიც დარჩენას სთხოვდნენ, მაგრამ წამოსვლა მაინც გადაწყვიტა, თითქოს ხვდებოდა, რომ ბედისწერა საქართველოში ყველაზე დიდ საჩუქარს უმზადებდა.


გაცნობის მეორე დღესვე შეხვდნენ ერთმანეთს. მიშამ გულწრფელად უთხრა, რომ ცუდი გამოცდილება ჰქონდა, იმედგაცრუებული იყო, და მას შემდეგ არავისთან ჰქონია სერიოზული ურთიერთობის სურვილი, თუმცა ელენეს უკეთ გაცნობა ძალიან უნდოდა.


ურთიერთობისას ელენე ძალიან ფრთხილი იყო. თავიდან ყველაფერს არასერიოზულად აღიქვამდა. ფიქრობდა, რომ მიშა ვერ გაიგებდა ქართულ ტრადიციებს, თუმცა მალე დარწმუნდა, რომ ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო.


ხელი ტაილანდში სთხოვა. პლაჟზე სეირნობდნენ. იქ ხის ფოთლისა და ყვავილისგან ბეჭედი გაუკეთა და სამუდამოდ ერთად ყოფნა შესთავაზა.
ხელი ჩეხეთში მალევე მოაწერეს, შემდეგ კი თბილისში ჩამოვიდნენ და ჯვარი დაიწერეს.
დღეს წყვილი ჩეხეთში ცხოვრობს და ულამაზესი ქართველი რძალი ძალიან უყვართ მიშას დიდ, თბილ ოჯახში. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?