ლანა ბლიაძე: „საქართველოში პიარი მხოლოდ ჟურნალისტებთან კონტაქტი ჰგონიათ“

PR კლუბი

2 მარტი 20:00, 2018 წელი

პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა კიდევ ერთი საყვარელი საქმისთვისაც პოულობს დროს. პარალელურად, ნაციონალური ცეკვების შემსწავლელ სამოყვარულო სტუდიასაც ხელმძღვანელობს. გაიცანით კარაოკე-ბარ „მოეტის“ ძალიან კრეატიული PR მენეჯერი ლანა ბლიაძე.

- პროფესიით ჟურნალისტი გახლავართ. წლებია, „პირველი არხის“ რადიოს დილის ტოქშოუ „პიკის საათის“ წამყვანი ვარ. გარდა ამისა, კარაოკე ლაუნჯ-ბარ „მოეტის“ PR მენეჯერი გახლავართ, ასევე, მაქვს ნაციონალური ცეკვების შემსწავლელი სამოყვარულო სტუდია, რომელსაც ვხელმძღვანელობ. პარალელურად თსუ-ში ვსწავლობ მაგისტრის ხარისხის პროგრამაზე „ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება“. ამჟამად სამივე პროფესიით ვმუშაობ და ვცდილობ, დრო სწორად გავანაწილო, ჯერჯერობით ვახერხებ.


- დღეს რას საქმიანობთ და რით არის ეს სფერო თქვენთვის საინტერესო?
- ჟურნალისტიკისა და ცეკვის გარდა, როგორც აღვნიშნე კარაოკე ბარის - „მოეტის“ პიარმენეჯერი ვარ, ეს არის პრემიუმ კლასის ბარი, რომელიც შარდენზე მდებარეობს. სულ რაღაც, ერთი თვის გახსნილია, მაგრამ უკვე ერთგული სტუმრებიც ჰყავს. სხვა ბარებისგან განსხვავებით, აქ ყოველდღე რაღაც საინტერესო ხდება. სტუმრებს, გარდა იმისა, რომ ევროპული სამზარეულო, საუკეთესო მომსახურება და  სასიამოვნო  გარემო ხვდებათ, ასევე, შესაძლებლობა აქვთ, სხვადასხვა ცნობილ მომღერლებთან ერთად იმღერონ.


ეს სფერო გამუდმებით საინტერესოა ჩემთვის, იმ მხრივ, რომ ვცდილობ, სტუმრებს სრული ინფორმაცია მივაწოდო „მოეტის“ შესახებ და ღონისძიებების ანონსი მხოლოდ სიტყვები არ იყოს. მაგალითად, 3 და 8 მარტს განსაკუთრებულად სასიამოვნო აურზაური იქნება ჩვენთან, 3 მარტიდან  ყოველ შაბათს, კარაოკეს სტუმრებს გიორგი სუხიტაშვილი უმასპინძლებს, ასევე განსხვავებული იქნება 8 მარტიც, სადაც ქალბატონებს „მოეტის“ მომღერალ ლელოსთან ერთად მოწვეული სტუმარი - თემო საჯაიაც იმღერებს. კარაოკეს გამარჯვებულებს კი შთამბეჭდავი სიურპრიზები ელოდებათ.
დღეს შეიძლება ბარის პიარზე იზრუნო, ხვალ - საფეხბურთო კლუბის, ზეგ კი - თეატრის. ყველა სფეროსთან გიწევს შეხება და შენ, როგორც პიროვნება და სპეციალისტი, იზრდები და ვითარდები. სწორედ ამიტომ მომწონს ეს სფერო.


- საიდან მოდის ბარის  სახელწოდება - რატომ „მოეტი“?
- ამ შეკითხვას ხშირად გვისვამენ და პასუხი მარტივია - „მოეტი“ უმაღლესი კლასის, პრესტიჟული შამპანურია, რომლის წარმოებაც 2 საუკუნეზე მეტს ითვლის. როგორც ამბობენ, ის ნაპოლეონისა და ლუდოვიკო XV-ის საყვარელი სასმელი იყო, უკვე 20 წელზე მეტია „მოეტი“ „ოქროს გლობუსის“ ოფიციალური შამპანურია, 2015 წლიდან კი მისი სახე, ჰოლივუდის მსახიობი სკარლეტ იოჰანსონია. შამპანური „მოეტი“ ჩვენი კარაოკე ბარის სავიზიტო ბარათია, ამიტომაც ჰქვია „მოეტი“.


- რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და Pr-ის ხელმძღვანელი და ჩვენს ქვეყანაში რამდენად სწორად ესმით პიარის სფერო?
- პიარი ისეთი სფეროა, სადაც მხოლოდ თეორიული განათლება არაა საკმარისი, კარგი Pr მენეჯერი უნდა იყოს აქტიური, ჰქონდეს ორგანიზების უნარი, დაინტერესებული უნდა იყოს, რომ მისი კომპანიის შესახებ ყველამ გაიგოს. ამ საქმეში წარმატებული რომ იყო, დიდი სანაცნობო წრე და ეფექტური კომუნიკაციის უნარი გჭირდება. საქართველოში, სამწუხაროდ, ჰგონიათ, რომ Pr მხოლოდ ჟურნალისტებთან კონტაქტია, რეალურად კი ეს ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლო პროფესიაა.


 


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?