იოსებ ტლაშაძე: ,,რასაც ვგეგმავდი, იმაზე მეტი მივიღე!"

ნიჭიერი

19 დეკემბერი 16:30, 2017 წელი

მეგაშოუ „ნიჭიერმა" კიდევ ორი ფინალისტი გამოავლინა. ხალხის რჩეული გახდა იოსებ, იგივე ბაჯო ტლაშაძე. მისმა საცეკვაო-აკრობატულმა ნომერმა დარბაზზეც და ჟიურის წევრებზეც შთამბეჭდილება მოახდინა. თავად რამდენად ჰქონდა ასეთი შედეგის მოლოდინი, ამის შესახებ იოსებმა Funtime-თან ისაუბრა.

- მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავში სრულიად დარწმუნებული ვიყავი, ფინალში გადასვლის მოლოდინი ნამდვილად არ მქონია, რადგან წინა ტურში ფინალისტი კიდევ ერთი აკრობატი, ზაურ დვალიშვილი გახდა. ხალხის რჩეული თუ გავხდებოდი, ამაზე ხომ საერთოდ ვერ ვიფიქრებდი, შოკიდან ვერ გამოვდივარ! რამხელა პასუხისმგებლობა დამეკისრა, ამის გასააზრებლად დრო მჭირდება.


- ყველაზე მეტად ვის გაუხარდებოდა თქვენი წარმატება?
- ეს ამბავი ბევრს გაუხარებდა გულს, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად გაუხარდებოდა მამას, რომელიც 6 წელია, გვერდით აღარ მყავს. გული მწყდება ჩემს სიხარულს ჩემთან ერთად რომ ვერ იზიარებს.


- ფინალში ზაურ დვალიშვილიც საკმაოდ შთამბეჭდავი ნომრით გადავიდა...
- კი, ზაური ნამდვილად არის ჩემი კონკურენტი, თუმცა ყველაფერი მონდომებაზეა. ერთ კლასში ვსწავლობდით და ახლაც გვიწევს ერთად ვარჯიში, რადგან ჩვენი რეპეტიციები ერთმანეთს ხშირად ემთხვევა.


- ფინალი ახლოვდება. გამარჯვებაზე რამდენად ფიქრობთ?
- მაყურებელი თუ ჟიური ჩემგან კიდევ უფრო განსხვავებულ და ორიგინალურ ნომერს ელოდება და ამიტომ ფინალისთვის განსაკუთრებულად უნდა მოვემზადო. მით უმეტეს, როცა ილეთების რესურსი ამის საშუალებას მაძლევს. ხალხის რჩეული ვარ და მათი მოლოდინი უნდა გავამართლო. ბევრი ვიშრომე, თუმცა ისეთ ეტაპზე აღმოვჩნდი, რომ რასაც ვგეგმავდი, იმაზე მეტი მივიღე. 


-ალბათ გულშემატკივარი გოგონების რიცხვმაც იმატა...
- კი, გეთანხმებით. სოციალურ ქსელში უამრავი გოგო მწერს - მაგარი ბიჭი ხარო. რამდენიმემ ისიც მომწერა, შენ გამო ვიტირეთო.


- შეყვარებული თუ გყავთ?
- „ნიჭიერამდე" ცალმხრივად ვიყავი შეყვარებული. ამ თემაზე საუბარი არ მინდა.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?