სოფო ფარულავა: „უცხოეთში მიცნობენ და მინდა, ქართველებმაც გამიცნონ“ (+ ვიდეო)

ნიჭიერი

26 ოქტომბერი 18:00, 2017 წელი

მეგაშოუ „ნიჭიერის“ მორიგმა კონკურსანტმა, 19 წლის ტანმოვარჯიშემ, საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა სოფო ფარულავამ მაყურებელსა და ჟიურიზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. დღეს სოფო საკუთარ კარიერაზე Funtime-ს ესაუბრება.

- პროექტში მონაწილეობამდე კონკურენციაზე არ გიფიქრიათ?
- ვიცოდი, რომ „ნიჭიერში“ ბევრი მოცეკვავე მონაწილეობდა და კონკურენციაც დიდი იქნებოდა. მაყურებლისა და ჟიურისგან ასეთ დადებით ემოციებს არ ველოდი, მაგრამ, ალბათ, ეს იმან განაპირობა, რომ ორიგინალური ნომერი წარვადგინე. ბალეტის რამდენიმე ილეთის სწავლაც მომიწია და მგონია, რომ ლამაზი გამოსვლა მქონდა. ტანვარჯიშში შეჯიბრებზე ყოველთვის მსაჯების წინ მიწევდა გამოსვლა და საქართველოში მაყურებლის წინაშე აქამდე არასდროს გამოვსულვარ. იმედია ყველაფერი გამომივიდა.


- რას ელოდებით „ნიჭიერისგან“?
- პირველ რიგში, ხალხის სიყვარული მინდა დავიმსახურო. ძირითადად, უცხოეთში მიცნობენ და მინდა, ქართველებმაც გამიცნონ.


- ტანვარჯიშში რა მიღწევები გაქვთ?
- ევროპის ჩემპიონატში მესამე ადგილი მოვიპოვე; 2013-14 წლებში - მსოფლიო თასზე მეორე და მესამე ადგილები. უცხოეთში ტანვარჯიშის მოყვარულები კარგად მცნობენ, საქართველოში კი ისეთი პოპულარული სპორტი არ არის, რომ ბევრს აინტერესებდეს.


- ტანვარჯიშზე სიარული რა ასაკიდან დაიწყეთ?
- 5 წლიდან. 10 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრების წევრი ვიყავი. ახლაც ვვარჯიშობ, თუმცა ისე ინტენსიურად აღარ, რადგან სწავლაზე ვარ გადართული. შავი ზღვის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი გახლავართ.


- სწავლის გამო საყვარელი საქმე დათმეთ...
- კი, ასეა, თუმცა ჩემთვის სწავლაც საყვარელი საქმეა. მინდა, დიპლომატიაში გაცილებით წარმატებული ვიყო, ვიდრე სპორტში.


- უკვე პროფესიულ საქმიანობასაც ეწევით. ამაზეც გვიამბეთ.
- გაეროს პროექტებში აქტიურად ვარ ჩართული. თვეში რამდენჯერმე გაეროსა და ევროსაბჭოს მოდელირებებზე დავდივარ. გაეროს ეგიდით უცხოეთშიც მიწევს გასვლა, რაც დიდ გამოცდილებას მაძლევს. 


- რა მიზნები გაქვთ?
- ჩემი მიზანია საქართველოში Unicef-ის წარმომადგენელი გავხდე. ამისთვის ვიბრძვი! ამიტომ ტანვარჯიში ჩემთვის ნელ-ნელა ჰობი ხდება და სავარჯიშოდ დღეში ორი საათი თუ მოვიცლი. აქამდე კი თითქმის მთელ დღეს სპორტს ვუთმობდი. 


- თავისუფალ დროს რას უთმობთ?
- თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს. რამდენიმე მეგობარი მყავს და როცა დრო მრჩება, სახლში მსტუმრობენ.


- ოჯახზეც გვიამბეთ.
- დედა პროფესიით ექიმია. მამა 10 წლის წინათ გარდამეცვალა. პროფესიით იურისტი, 25 წლის და და 11 წლის ძმა მყავს, რომელთან ერთადაც გართობა ძალიან მიყვარს. ვამეცადინებ კიდეც. მისი ინგლისურის პედაგოგიც ვარ.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?