- ვერიკო, ,,დეჟავინოს“ მომსახურებით პირველად ისარგებლეთ?
- დიახ, „დეჟავინოშში“ პირველად აღვნიშნე შვილის დაბადების დღე, რადგან ის პატარა იუბილარებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ,„დეჟავუსთან“, რომელიც უფროსი ასაკის იუბილარებისთვისაა, საკმაოდ დიდხანს ვთანამშრომლობდი. იქ ჩემს უფროს ქალიშვილ ლიზი ბერუჩაშვილს წლების განმავლობაში ვუხდიდი დაბადების დღეს.
,,დეჟავუსა“ და ,,დეჟავინოს“ სადღესასწაულო ცენტრებზე საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნიცა გვერდწითელი საუბრობს:
- სადღესასწაულო კლუბ „დეჟავუს“, რომელიც მდებარეობს ფილარმონიასთან, დაუვიწყარი დაბადების დღეების მოწყობაში 16-წლიანი გამოცდილება აქვს. მუდმივად განახლებადი პროგრამები და მრავალფეროვანი სადღესასწაულო შეთავაზებები ჩვენი ერთგული მომხმარებლის რაოდენობას წლიდან წლამდე საგრძნობლად წრდის. ჩვენივე მომხმარებლის თხოვნით, 2017 წლის სექტემბერში პატარა იუბილარებისთვის ვაკეში (მრგვალ ბაღთან) „დეჟავინო“ გავხსენით, სადაც სტუმრებს ფერად და მხიარულ გარემოს, ზღაპრის უამრავ გმირსა და მრავალფეროვან თამაშებს ვთავაზობთ. ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ იუბილარს დაუვიწყარი დაბადების დღე ვაჩუქოთ. ჩვენი სიახლეებისა თუ აქციების შესახებ ყოველთვის შეგიძლიათ ინფორმაციის მიღება ჩვენს Facebook გვერდებზე.
- მენიუზე რას გვეტყვით?
- რაც შეეხება მენიუს, ესეც მრავალფეროვანი გვაქვს. პატარა იუბილარებისთვის ყველაფერი „დეჟავინოს“ სამზარეულოში მზადდება.
- თინეიჯერებს რას სთავაზობს ,,დეჟავუ“?
- თინეიჯერებისთვის ხშირად ვაწყობთ თემატურ ივენთებს და კორპორატიულ საღამოებსაც ვმასპინძლობთ, სადაც ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი შოთიკო ნოზაძე გახლავთ.
„დეჟავუში“ საქმიანობასა და აქაურ გარემოზე შოთიკოსაც გავესაუბრეთ:
- შოთიკო, რით არის ,,დეჟავუში“ მუშაობა საინტერესო?
- „დეჟავუსა“ და ,,დეჟავინოში“ მართლაც საოცარი გარემოა შექმნილი. გარდა ამისა, ხელმძღვანელობაზეც ბევრი კარგი რამ შემიძლია გითხრათ - არაჩვეულებრივ ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა. რაც შეეხება ,,დეჟავუს“ - აქ კლუბური სიტუაციაა და ზუსტად იმ მომხმარებელზეა გათვლილი, ვინც დაბადების დღეზე თამაშის და ზღაპრის გმირების ასაკიდან უკვე გამოვიდა.
- რა პროგრამას სთავაზობს ,,დეჟავუ“ თინეიჯერებს?
- ამას წინასწარ თავად გვითანხმებენ, ჩვენ კი მათ სურვილებს მაქსიმალურად ვერგებით. ვაწყობთ შეჯიბრებებს, ვერთობით, ვცეკვავთ... ამ ასაკის სტუმრებთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან საინტერესოა, თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, როცა პატარა იუბილარებთან ,,დეჟავინოშიც“ მიმყავს დაბადების დღეები. ჩემი შვილი, ნინე ჯერ მხოლოდ 4 თვისაა. როცა წამოიზრდება იუბილეს „დეჟავინოში“ გადავუხდი.
„დეჟავუ“: კოსტავას 36 (ფილარმონიასთან) 558 143 184
https://www.facebook.com/dejavubirthday/
„დეჟავინო“: ქუთათელაძის 1ა (მრგვალ ბაღთან) 579 71 71 87