როგორც მომღერლებმა საღამოს დასაწყისში აღნიშნეს, კლიპის რეჟისორმა საჯაროდ გამოჩენა არ ისურვა. ასე რომ, მისი ვინაობა რატომღაც გასაიდუმლოებულია.
მოწვეულ სტუმრებს შორის სიმღერის ავტორიც გახლდათ. ამიტომ, კლიპის დასრულების შემდეგ, პირველი ემოციები ზურაბ მჟავიასგან მოვისმინეთ: „ძალიან ბედნიერი ვარ! ყოველი სიმღერის ახალი ვერსია ახალ სიცოცხლეს ბადებს. ვერიკოსა და კახას კლიპს პრეზენტაციაზე ორჯერ ვუყურე და თამამად შემიძლია ვთქვა, ერთ-ერთი საუკეთესო შესრულებაა. „დეკემბერი“ 37 წლისაა... პირველივე ბგერებმა ახალგაზრდობა და ის პერიოდი გამახსენა“.
ვერიკო ტურაშვილი: „ზურაბ მჟავიას „დეკემბერი“ მე და კახას ყოველთვის ძალიან გვიყვარდა და ვფიქრობ, რომ შესრულებაც კარგად გამოგვივიდა. ყოველ შემთხვევაში, სტუმრების ემოციებით ასე ჩანს, რაც ძალიან მახარებს. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მედიასააგენტო „კლიპარტს“ საინფორმაციო მხარდაჭერისთვის. ამ კომპანიასთან ყოველთვის სიამოვნებით ვითანამშრომლებ. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ქართულ-ევროპულ რესტორან „ექტრანოსა“ და საყველიე „თელეთის სენეს“ ჩემი სტუმრების მასპინძლობისთვის“.
კახა კუხიანიძე: მე და ვერიკოს ეს სიმღერა ძალიან გვიყვარს, თუმცა ჩაწერის იდეა ვერიკოს ეკუთვნის. როცა ბატონ ზურაბს დავურეკეთ და ვუთხარით, რომ მისი საავტორო სიმღერის შესრულება გვსურდა, მისგან ისეთი ემოცია წამოვიდა, მივხვდით, რომ სწორად მოვიქეცით. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო რამაზ გუნავას არაჩვეულებრივი მონტაჟისთვის, ასევე მარიკა ქურთუბაძესა და გიგი თევზაძეს, რომლებმაც ჩვენს კლიპზე იმუშავეს. პაატა ანდრიაძეს, კობა მესხიას და ჩემს ძმას გიგასაც დიდ მადლობას ვუხდი.