Move Club - იმოძრავე მიზნისკენ! - ახალი სატრენაჟორო დარბაზი თბილისში

მოზაიკა

4 ოქტომბერი 20:00, 2017 წელი

პროფესიონალი ინსტრუქტორების დიდი გუნდი; წამყვანი მსოფლიო ბრენდების სავარჯიშო დანადგარები; მკაცრად დაცული ჰიგიენის ნორმები; საკუთარი ეფექტური პერსონალური პროგრამები; კარგი განწყობა და კომუნიკაცია! - ეს მოკლე ჩამონათვალია იმ სერვისებისა, რაც Move Club-ს აქვს. „ჩვენი დევიზი მოძრაობაა, რაც მხოლოდ ვარჯიშს კი არა, ცხოვრების იდეას უკავშირდება“, - გვიხსნის Move Club-ის დევიზს დარბაზის მენეჯერი გიორგი მარღიშვილი.

გიორგი მარღიშვილი: Move Club 2017 წლის დასაწყისში გაიხსნა. გამომდინარე იქიდან, რომ დედაქალაქში სატრენაჟორო დარბაზი მრავლად არის, საკმაოდ ბევრი ვიფიქრეთ, კონკრეტულად რა სჭირდებოდა მომხმარებელს, რაზე აკეთებდა აქცენტს და შევისწავლეთ, რა მოლოდინი ჰქონდა.


- და რაზე გააკეთეთ აქცენტი?
- მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, დარბაზის აღჭურვილობის გარდა, ძირითადი აქცენტი ჰიგიენის ნორმებზე, ვენტილაციის სისტემაზე და პროფესიონალ სტაფზე გავაკეთეთ, რომლებიც აქ თბილ, ოჯახურ გარემოსაც გახვედრებენ. სავარჯიშოდ მოსული ადამიანისთვის მხოლოდ კომფორტული დარბაზი არასაკმარისი მგონია, ამიტომ დაძაბული სამუშაო რეჟიმის შემდეგ Move Club-ში მოსვლა ერთგვარი განტვირთვა უნდა იყოს.
ვარჯიშის დაწყების მსურველი დარბაზს ბახილებით ათვალიერებს და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არასასიამოვნო სუნი არ აწუხებს, რადგან სავენტილაციო სისტემა იმაზე მეტი სიძლიერის დამონტაჟდა, ვიდრე საჭიროება მოითხოვდა. დარბაზის გახსნის დღიდან ჩვენი მომხმარებელი სოციალური ქსელის ხუთბალიან შეფასებაში თუ შენიშვნების ყუთში აღნიშნავს, რომ ყველა კრიტერიუმი მკაცრად სრულდება. თამამად ვაცხადებ, რომ უკმაყოფილო მომხმარებელი არ გვყავს.


- ინტერიერზე, დარბაზებსა და ტრენაჟორებზე რას გვეტყვით?
- დარბაზის დახვეწილი ინტერიერისთვის, დიზაინერებთან ერთად, ბევრი ვიმუშავეთ. ფიტნესის გარდა, ქვედა სართულზე ჯგუფური აქტივობებისთვის, ბოქს-ფიტისა თუ აერობიკის ნაირსახეობისთვის განკუთვნილი დარბაზებია. სპინინგისთვის ოთახია ყველაზე ხელსაყრელია იმ ადამიანებისთვის, ვისი უმთავრესი მიზანიც წონაში კლებაა. სწრაფი ეფექტის პარალელურად, სხეულის გასამკვრივებლად აუცილებელია ტრენაჟორებზე აქტიური ვარჯიში.
ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, თუ აღვნიშნავ, რომ მსგავსი სავარჯიშო დანადგარები საქართველოს არცერთ სატრენაჟორო დარბაზში არ შეგხვდებათ. Move Club უმაღლესი დონის ტრენაჟორებითაა აღჭურვილი. ვინც ამ სფეროში კარგად ერკვევა, ერთი შეხედვით ხვდება, რასთან აქვს საქმე. იმაზეც გავამახვილებ ყურადღებას, რომ დარბაზში ბევრი ტრენაჟორი დგას და მომხმარებელს ლოდინში დროის დაკარგვა არ უწევს, რადგან ალტერნატივა ყოველთვის არის.


- რით არიან გამორჩეულები თქვენი ფიტნეს-ინსტრუქტორები?
- ამ სფეროში პროფესიონალები ვართ. შეგვიძლია, ადამიანს სწორი მიმართულება მივცეთ და დასახულ მიზნამდე მივიყვანოთ, რასაც Move Club-ის არაერთი მაგალითი ადასტურებს. მომხმარებელს მიზნის მიღწევაში ჩვენი ფიტნეს-ინსტრუქტორები: ირაკლი ოთინაშვილი, თიკო წერეთელი და სანდრიკა ჭურღულია ეხმარებიან. მათი რჩევების გათვალისწინებით სასურველ შედეგსაც იღებენ. აერობიკის ჯგუფის მწვრთნელები გოგონები - ია და სოფო არიან. სპინინგის დარბაზში ფეხბურთელი ლუკა ხომასურიძე დაგხვდებათ, რომელიც ამ საქმისთვისაა დაბადებული. ბოქს-ფიტსა და ბოქსზე ბიჭებისა და გოგონების ჯგუფები ცალ-ცალკეა. მათ ევროპის მრავალგზის პრიზიორი გიორგი მთვარელიშვილი წვრთნის.


- Move Club-ისთვის ადგილმდებარეობა ნაძალადევის რაიონში რატომ შეარჩიეთ?
- აქცენტი გავაკეთეთ ნაძალადევის რაიონის მოსახლეობაზე, რომელმაც კარგად იცის, რა არის ხარისხი და ამაში თანხასაც იხდის. თანაც, დროის დეფიციტის გამო დღის განმავლობაში თბილისის ცენტრალურ უბნებში მდებარე სატრენაჟორო დარბაზში სიარულს ვერ ახერხებენ. ასე რომ, ჩვენ მათთვის ყველანაირი პირობა შევქმენით - სრული კომფორტიც ხვდებათ და შედეგსაც აღწევენ.


- Move Club-ს რა გეგმები აქვს?
- 7 თვეა, რაც Move Club ფუნქციონირებს და ამ ხნის განმავლობაში მომხმარებლის აზრის გათვალისწინებით დარბაზს ბევრი რამ შეემატა. ვარჯიშის მსურველებმა სოლარიუმი გვთხოვეს და ეს სურვილი საკმაოდ მოკლე პერიოდში შევუსრულეთ. 54-ნათურიანი უახლესი თაობის სოლარიუმის აპარატი დავდგით. გარუჯვის მსურველებს ადმინისტრატორი ხვდება და რჩევებსაც აძლევს.
ჩვენს მომხმარებელს ესთეტიკური პროცედურების სურვილიც აქვს და გვთხოვეს, Move Club-ში ეპილაციის აპარატიც იყოს, რაზეც უკვე ვმუშაობთ. გარდა ამისა, ასევე, მომხმარებლების თხოვნით, ვამატებთ საუნას.
საბოლოო ჯამში, ვიტყვი, რომ Move Club-ის მომსახურება კომპლექსურია და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ოცნებები რეალობად აქციოს!


გახდი Move club-ერი! 
მისამართი: ნაძალადევის რაიონი, დეპოს ქ.23.
საკონტაქტო ტელეფონი: 571 04 40 13; 571 87 98 98; 032 269 66 85.


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?